მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანია გურიის რეგიონში „ზოტი" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდა.
კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ზოტი ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, მშენებლობისა და ოპერირების მზინით ინტერესთა გამოხატვა ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 წლის თებერვლის თვეში, ბრიტანული კომპანია „Westminster Resources Ltd.”-ის განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
ცნობისთვის, „ზოტი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 48 მვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 225.1 მლნ კვტ.სთ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 104,125,550 აშშ დოლარს შეადგენს.
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა", „ზოტის" ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არაუმეტეს 18 თვეში უნდა მოამზადოს.