https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ არის გურიის ახალი გუბერნატორი და რატომ აფინანსებდა პრემიერის სიმამრის გარემოცვა?!

17:06; 2.06.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მთავრობას განმეორებით გამოუცხადა ნდობა, გურიის მხარის გუბერნატორად დაინიშნა ყოფილი პოლიტპატიმარი, გია სალუქვაძე. "ქრონიკა+"-თან მოძრაობა "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი იხსენებს გაჩინოსნებულ სალუქვაძესთან მუშაობის პერიოდს და არც სკანდალური განცხადებების გაკეთებას ერიდება გურიის ახალ გუბერნატორზე.

ნატალია ხოხიაშვილი: საკადრო პოლიტიკაში ხელისუფლებას უჭირს. რამდენიმე კვირის წინ დანიშნულ გურიის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს, მავანი ხელისუფლების მიღწევად მიიჩნევს, თუმცა, ახლა რასაც მოგიყვებით, დარწმუნდებით, რომ ასე არ არის:

როცა სალუქვაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, "სახალხო კრების" წევრი იყო. მისივე თქმით, თურმე, ბათიაშვილზე ინფორმაციას სთხოვდნენ და ამიტომ აიყვანეს. იგი ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში _ "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გავიცანი, სადაც თავიდან თერჯოლის ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი, სალუქვაძე კი _ ვაკე-საბურთალოს ორგანიზაციას. მოგვიანებით, მის ადგილზე გადმომიყვანეს და სალუქვაძე გახდა ჩემი უშუალო უფროსი.

ამავდროულად, იგი პარტიის სარევიზიო კომისიის წევრიც იყო. როცა პოლიტიკაში და პარტიაში მიდიხარ, უნდა ცდილობდე, პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ, რატომღაც, ნოღაიდელის პარტიაში ბევრი არ ფიქრობდა ასე. ნოღაიდელი ენდობოდა მეგობრებს, მაგრამ, საბოლოოდ, მათ უღალატეს. ცხადია, ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელთა შორის გია სალუქვაძე და სერგო ჯავახიძეც არიან. სწორედ ჯავახიძე გახდა შემდგომ მისი პარტიის ხელმძღვანელი.

_ გია სალუქვაძესთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ახლა ასე ამიტომ ლაპარაკობთ?

_ არა, რას ამბობთ? როცა საბურთალოს ორგანიზაციაში გადავედი, მაშინ "კარდაკარის" გამოკითხვა ტარდებოდა, რასაც პარტიამ კარგად გაართვა თავი. მერე თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა. ორგანიზაციის მუშაობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოიყო, მაგრამ მხოლოდ ნაწილი ხმარდებოდა საქმეს, დანარჩენი ვიღაცების ჯიბეებში მიდიოდა. საეჭვო ფაქტების აღმომჩენები ავიდნენ კიდევაც პარტიის ცენტრალურ ოფისში და დეტალურად ილაპარაკეს, თუმცა, მაშინ მიმაჩნდა, რომ არჩევნების წინ ასეთ რამეზე საუბარი არ შეიძლებოდა.

ზურაბ ნოღაიდელს უნდოდა, რომ წინასაარჩევნოდ, თითოეულ უბანზე, 10 აგიტატორს ემუშავა. მათი ხელფასი იქნებოდა თვეში 100 ლარი. ამ საკითხს მე ვკურირებდი და ჩემ გარეშე აგიტატორს ვერავინ ვერსად გაუშვებდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი და მითხრა: გია სალუქვაძემ გთხოვა, მართალია, ათკაციან სიებს ვამზადებთ, მაგრამ სამი-ოთხი კაცი ამუშავე უბანზე, 10 ადამიანის საქმე შეასრულონ, დარჩენილი თანხა კი არჩევნების შემდეგ გავინაწილოთო.

მე სალუქვაძესთან უარი დავაბარე, თუმცა, მოხდა ისე, რომ მერე ნოღაიდელმა ათკაციანი სიები აღარ დააფინანსა, რაც მისი გადაყენების მიზეზი გახდა. ფულის დაზოგვა და შემდგომ მითვისება მხოლოდ სალუქვაძის გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ჯავახიძე ისანი-სამგორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, სადაც უბნები 10-10 აგიტატორით დაკომპლექტდა. ამ რაიონში მიღებული ხმები დავითვალეთ და ის აგიტატორების რაოდენობასაც ვერ აჭარბებდა. ეტყობა, ნოღაიდელი მიხვდა, რომ მისი ფულით სხვები სარგებლობდნენ და ამიტომ აღარ გაიღო ფინანსები. სხვათა შორის, პირველად სწორედ სალუქვაძისგან გავიგონე, რომ თურმე პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრობა და იქ არიან მხოლოდ პარტნიორები. ის ნოღაიდელის პარტიის შემდეგ `სახალხო კრებაში~ წავიდა, თუმცა იქიდანაც მოდიოდა მის შესახებ მსგავსი ხმები.

_ აგიტატორები არ ითხოვდნენ დაპირებულ თანხას?

_ ამ თანხებს მუდმივად ითხოვენ. ნოღაიდელის პარტიის დაშლის მერე მეც `სახალხო კრებაში" მივედი. ერთხელაც ბახმაროდან სერგო ჯავახიძე დამიკავშირდა, რომელიც გია სალუქვაძესთან იყო და მითხრა, რომ ყველას აწუხებდა აგიტატორთა ანაზღაურება. ამ საქმეში მათ გვერდით დგომას მთხოვდა, რომ გვეიძულებინა ნოღაიდელი, ჩაეტარებინა რიგგარეშე ყრილობა და მისთვის თანხა მოგვეთხოვა.

ნოღაიდელმა ყრილობის ჩატარებაზე უარი განგვიცხადა და დაგვპირდა, რომ შემოდგომით ფულს გადაიხდიდა, მაგრამ არ გააკეთა. სალუქვაძე მუდმივად მთხოვდა ნოღაიდელის გადაყენებაში გვერდით დგომას. ვფიქრობდი, რადგან პარტიას დაფინანსება ჰქონდა, მისი გადაყენების შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ვალის გადახდა.

_ როგორ მახსოვს, მაშინ პირადად გამოდიოდით კიდევაც ნოღაიდელის წინააღმდეგ და ახლა ამბობთ, რომ ამას სალუქვაძის თხოვნით ვაკეთებდიო?

_ დიახ, ამაზე ახლა პირველად ვლაპარაკობ: იმ ტექსტებისა და ინფორმაციის უკან, რომელსაც მაშინ ვახმოვანებდი და ეხებოდა პარტიის შიდა სამზარეულოს, გია სალუქვაძე იდგა. ამის გამო ნოღაიდელმა ვანო მერაბიშვილის აგენტად მომნათლა, თუმცა სალუქვაძეს ამ ინფორმაციების გაჟღერებაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ყოფილი აგიტატორების დაუფასებლობა ძალიან მაწუხებდა. ისინი ქარსა და წვიმაში დადიოდნენ კარდაკარ, რაშიც ანაზღაურება არ მიუღიათ.

325 ათას ლარზე გაცილებით მეტი იყო გადასახდელი. გიას ვეუბნებოდი, ეს ნაბიჯი რომ გადავდგა და ნოღაიდელის წინააღმდეგ რამე ვთქვა, ის აუცილებლად გამოვა და საპირისპიროს იტყვის, ხალხი კი მას დაუჯერებს, რადგან ყოფილი პრემიერია-მეთქი. როცა ისეთ ფიგურაზე იწყებ ლაპარაკს, როგორიც მაშინ ნოღაიდელი იყო, ვინმე ზურგსაც უნდა გიმაგრებდეს.

სალუქვაძის ბიძგი და შეგულიანება რომ არ მქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელისგან "გადაგდებული" ხალხის ბედი ძალიან მაწუხებდა, მსგავს ნაბიჯს მაინც არ გადავდგამდი. ბოლოს საქმე სასამართლომდე მივიდა და ნოღაიდელმა აღსრულების წესით ეს ფული გადაიხადა, თუმცა აგიტატორებს კუთვნილი თანხა არ დარიგებია.

_ ნოღაიდელმა თუ გადაიხადა, ვინ წაიღო თანხა?

_ ექსკლუზიურად გეუბნებით: იმ აგიტატორებიდან, რომლებიც ანაზღაურების გარეშე დატოვეს, ბევრი ჩემი მეგობარი იყო და მათ წინაშე თავს საშინლად ვგრძნობდი. იმ ყრილობის წევრი მეც ვიყავი, რომელზედაც ნოღაიდელი გადავაყენეთ. თავმჯდომარე კი სერგო ჯავახიძე გახლდათ.

ახლა ძალიან ვნანობ, ამ ადამიანს გვერდით რომ დავუდექი. თანხების საკითხზე სასამართლო ორ წელს გაგრძელდა, რასაც მოყვა ნიღაიდელის ქონების აღსრულების წესით გაყიდვა და 2012 წლის აგვისტოში 2000019 ლარი სერგო ჯავახიძის პარტიის ანგარიშზე დაჯდა.

ეს ფული მას უნდა დაერიგებინა, მაგრამ არ დარიგებულა. ამ საკითხზე პროკურატურაში წერილებისა და განცხადებების წერით დავიღალე. ჯავახიძემ, ალბათ, 2012 წლის არჩევნებისთვის გამოიყენა ეს ფული.

_ რასაც ახლა ამბობთ, ნოღაიდელის ყოფილი პარტიის ყოფილ აგიტატორებს ეს თანხები დღემდე არ მიუღიათო, ამას ეს ხალხი თუ დაადასტურებს?

_ ნათქვამზე პასუხს ვაგებ! ეს თანხები არ აუღიათ: თერჯოლის, ვაკის, საბურთალოს, გორის, საჩხერის, ჭიათურის, ისნის, სამგორის, კრწანისის, გურიის ორგანიზაციის ყოფილ აგიტატორებს. ბოლო მიმართვა 2015 წლის 6 მარტს გაკეთდა და ხელისუფლებას ჯავახიძის მიმართ გამოძიების დაწყებისკენ მოვუწოდეთ.

მანამდე სალუქვაძე მეუბნებოდა, რომ რაონებიდან მასაც უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ ფულს. ახლა რატომ არ უკავშირდებიან და რატომ არ ლაპარაკობს დღეს ამაზე, მით უფრო გურიის გუბერნატორი გახდა და ამ რაონშიც ბევრი დაზარალებული ჰყავს პარტიას? 2012 წლის არჩევნების შემდეგ სალუქვაძეს ეს თანხა აღარ მოუკითხავს.

_ რას ფიქრობთ, რატომ გაჩუმდა ამ საკითხზე სალუქვაძე?

_ ახლა კიდევ უფრო საინტერესო ამბავს გავიხსენებ გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის ირგვლივ და რასაც ვფიქრობ, ბოლოს ვიტყვი: ახალი ხელისუფლების პერიოდში პოლიტპატიმრებმა სპორტის სასახლეში ჩაატარეს ყრილობა _ `სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს".

`ქრონიკა+"-ში ცოტა ხნის წინათ დაიბეჭდა ნანა კაკაბაძის ინტერვიუ, სადაც მან ხელი დაადო გია სალუქვაძეს და განაცხადა, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი სალუქვაძეს სთხოვდა ყრილობის ჩაშლას.

ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც მაშინ სალუქვაძემ კაკაბაძის ოფისში ასეთი რამ მითხრა: ნანა გენდობა, შენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამ ყრილობის ჩატარება ხელისუფლებას არ უნდა და იქნებ, დაიყოლიო, რომ ყრილობა არ შედგესო. მას ვუთხარი, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა და მათ მეც ვეთანხმებოდი.

სალუქვაძემ მიპასუხა, _ ხელისუფლებასთან მქონდა შეხვედრები და ეს აზრიც მათგან მოდის, ახალ ორგანიზაციას ვაკეთებ, სადაც შენც მყავხარ ნაგულისხმებიო. ასე უნდოდა ჩემი მოთაფვლა, მაგრამ მას როგორ დავუჯერებდი? ფაქტი ის არის, რომ მას ხელისუფლებისგან დავალებული ჰქონდა, ყრილობა ჩაეშალა. ყრილობა მაინც ჩატარდა, სადაც სალუქვაძე არ მოსულა.

_ ამ ყრილობის წინ ნანა კაკაბაძემ დამირეკა და მთხოვა, მის ოფისში მივსულიყავი. იქ მან მითხრა, რომ ოფისს უთვალთვალებდნენ და იმ ავტომანქანის ფოტოსურათიც გადმომცა, საიდანაც სავარაუდოდ ხდებოდა თვალთვალი. მაშინ კაკაბაძეც შს სამინისტროს ადებდა ხელს. ე. ი თვალთვალის ვერსიაც სიმართლე იყო?

_ დიახ. ოფისში სათვალთვალო კამერებიც ვიპოვეთ, საიდანაც ამ ყრილობის დეტალები მათთვის წინასწარ გახდა ცნობილი და სალუქვაძეც ამიტომ მოაგზავნეს. ჩნდება კითხვა: ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის დაპირებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, რატომ ცდილობდა ასეთი ყრილობის აღკვეთას? ხელისუფლების დამსახურებით მოხდა ისიც, რომ პოლიტპატიმრების ჯგუფები დაიქსაქსნენ და დღემდე ერთად არ არიან.

ალბათ ესეც მომავალ კოჰაბიტაციას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ სალუქვაძის ნათქვამი გამართლდა ახალი ორგანიზაციის შექმნაზე. ყაზბეგის ქუჩაზე იქირავა ოფისი, მოაწყო და აიყვანა სტაფი.

მანამდე, როცა სალუქვაძე დააპატიმრეს, მის ამბებს გამუდმებით ვკითხულობდი. მას 4 პატარა შვილი ჰყავს და მამის გარეშე მეცოდებოდნენ. მეუღლე და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან უჭირდათ, თუმცა პოლიტპატიმრის სტატუსით გამოსულმა საკმაოდ ძვირადღირებული `მერსედესი" შეიძინა და როგორც გითხარით, ოფისიც მოაწყო.

ის არც მალავდა ღარიბაშვილთან კავშირებს. საერთო ნაცნობებისგან ხმები მოდიოდა, _ ჯიპი პირადად ღარიბაშვილმა მაჩუქა, ორგანიზაციას კი თამაზაშვილის მეგობარი მიფინანსებსო. ვიკვლევთ `ნაციონალური მოძრაობის" არამიზნობრივ ხარჯებს, ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ვითვლით სააკაშვილის პალტოებს, ბაჩო ახალაიას ბენზინის ხარჯებს და რატომ იმის გარკვევით არავინ ინტერესდება, შსს გია სალუქვაძეს რა თანხებით აფინანსებდა?!

თუ სალუქვაძე ღარიბაშვილ-თამაზაშვილთან კავშირებს უარყოფს, ე. ი. სერგო ჯავახიძემ გაუნაწილა ის ფული, რომელიც ნოღაიდელისგან მიიღო? ალბათ ჯავახიძეც იმიტომ გრძნობს თავს მშვიდად, რომ სალუქვაძის სახით ხელისუფლებაში კაცი ჰყავს.

ჩემი განცხადების გამოც ამიტომ არავინ იწუხებს თავს და ჯავახიძეს კი არა, არც მე მიბარებენ დაკითხვაზე. ჩემი განცხადება აწერია ვინმეს თორნიკე ნადირაძეს პროკურატურის ფინანსურ განყოფილებაში, მაგრამ სამი თვის მანძილზე ერთხელაც ვერ მოვახერხე მასთან დაკავშირება. სერგო ჯავახიძემ პარტიის საბიუჯეტო თანხები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ეს დოკუმენტურად წარვადგინე. სამი წლის განმავლობაში 2 მილიონ ლარამდეა ამ პარტიის ანგარიშებზე ბიუჯეტიდან გადარიცხული…

_ ზურაბ ნოღაიდელი რატომ არ კითხულობს, აგიტატორების თანხა რომ გადამახდევინეს, მიზნობრივად რატომ არ წავიდაო?

_ ნოღაიდელმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და გამოძიებაც დაწყებულია. წესით, უნდა დავკითხულიყავი, მაგრამ ამის გამოც არავის დავუბარებივარ. ჩემი ეჭვია, რომ სალუქვაძეს ის ფული, რომელიც ციხიდან გამოსვლის მერე გაუჩნდა, ან ღარიბაშვილისგან აქვს, რადგან ამბობს, რომ მის სიმამრთან ერთად იჯდა ციხეში და მეგობრობდნენ, ანდაც ჯავახიძემ გაუყო.

გია სალუქვაძეს ვეუბნები: თუ ჩემს ნათქვამში ერთი სიტყვა მაინც არის ტყუილი, თავად შეარჩიოს სატელევიზიო ეთერი, ორივე დავსხდეთ და იქ გავარჩიოთ მტყუან-მართალი. გული მტკივა, რომ გურიას ჰყავს მხოლოდ ფულზე ორინტირებული გუბერნატორი. წარმომიდგენია, სალუქვაძის ხელში გურიას რაც ელოდება. აუცილებლად გავაკონტროლებ ყველა მის ქმედებას და ამჯერად არაფერს ვაპატიებ.

რაც შეეხებას ვინმეს აგენტობას: ძალიან მაინტერესებს, რა ჰქვია იმ ხალხს, ვინც დღეს შსს-დან ფინანსდება? მერაბიშვილის `ნასედკობა~ სამარცხვინო და დამამცირებელი თუ იყო, "ოცნების" აგენტურა პრიორიტეტული რატომ არის?

ნოღაიდელის პარტიის წევრი რომ ვიყავი, მთელ ქალაქში ავტობუსით დავდიოდი და დღემდე გამომყვა ავტობუსის ჯარიმის სამი გადაუხდელი ქვითარი. თეა წულუკიანი გაახარა ღმერთმა, ასეთ ჯარიმებზე ამნისტია რომ გამოსცა და ჩამომაწერეს. სალუქვაძე იმ დროს ფულს იპარავდა, დღეს კი ჯიპით დადის, ხოლო მე კვლავ ავტობუსით და ვინ არის `ნასედკა" და ვინ `კარგი ტიპი", ხალხმა განსაჯოს.

`ქრონიკა+" გია სალუქვაძეს დაუკავშირდა და ნატალია ხოხიაშვილის ბრალდებები გააცნო.

"არ ვაპირებ და არც სურვილი მაქვს, ხოხიაშვილის ნათქვამზე კომენტარი გავაკეთო. ეს თემა ჩემს დღევანდელ სტატუსს არ შეესაბამება. თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე არაფერი მაქვს სათქმელი"

ცხადია, სერგო ჯავახიძესთანაც გვინდოდა გასაუბრება. მისი ტელეფონი გამორთული დაგვხვდა, რის შემდეგაც `ფეისბუკზე" მივწერეთ, რომ ნატალია ხოხიაშვილის ბრალდებებზე მისგან კომენტარი გვსურდა. იგი ამ დროს `ფეისბუკით~ სარგებლობდა და იმედია, წაიკითხა ჩვენი მესიჯი, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია.

პ.ს. გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს კომენტარისთვის "გურია ნიუსიც" დაუკავშირდა:

_ ხოხიაშვილი თავის დროზე, მე მივიღე სამსახურში და ამას თავადაც აღნიშნავს. ვერც კი მივხდი, რას მედავება, რას დაობს. მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი _ ვინც მას ახლა, ამ თემების გაშუქებას სთხოვს, იმას უთხრას, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. ხან იმას ამბობს, ხან _ ამას. მანქანა რატომ ვიყიდე, როგორ ვიყიდე, როდის ვიყიდე და რითი ვიყიდე _ მაქვს ამის დოკუმენტაცია, მაგრამ არ ვაპირებ ხოხიაშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემას და ტელეეთერში დებატებს. ნატოს მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ახლაც, მაგრამ არ მცალია ელემენტარულად ამ საკითხებისთვის, _ გვითხრა სალუქვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზუგდიდში C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობა სამკურნალო პრეპარატს უფასოდ მიიღებს

კახი კალაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026
სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

11:28; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო