ამერიკული „ყვითელი“ მას-მედიის მტკიცებით, საკუთარი იმიჯისა და განსაკუთრებით ვარცხნილობის დაუსრულებელი ექსპერიმენტების გამო 29 წლის მომღერალ ლედი გაგას გამელოტება დაეწყო.
ამას თავადაც ადასტურებს, თუმცა ამის გამო კომპლექსები არ აწუხებს.
ახლახან ნიუ-იორკის ერთ-ერთი სტუდიიდან გამოსვლისას პაპარაცებმა უცნაურად ჩაცმული სტეფანი ჯერმანოტა ხელში საკუთარი თმის ბღუჯით გადაიღეს.
სუპერვარსკვლავი არ დაიბნა და გაოცებული ფოტოგრაფების თვალწინ ბღუჯა „სახსოვრად" ერთ-ერთ „ბედნიერ" ფანატს აჩუქა.