ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა პანიკაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ ბაღს ხანძარი გაუჩნდა. პანიკაში ჩავარდნილი მშობლები ადგილზე ცდილობენ ინფორმაციის გადამოწმებას.
" ბაღების გაერთიანების" უფროსის ეკა ნინიძის განცხადებით, ეს არის პანიკა, რადგან მისივე თქმით ამ წუთებში ქალქის ყველა ბაღი მოიარა და არსად არ შეინიშნება მსგავსი ფაქტი.
"არ ვიცი რა ხდება, ვინ გაავრცელა ეს ჭორი. თუ რაიმე დეტალი იჩენს თავს, მაშინვე გაცნობებთ, _ გვითხრა ეკა ნინიძემ.
როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია საბავშო ბაღში არსებული ხანძრის შესახებ 112-ში ცრუ შეტყობინა შევიდა.