გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

    “ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

    “ტრაგედია, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! “

    “ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით, ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს”

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

    ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

    “ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

    “ტრაგედია, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! “

    “ვერც დედა ჩამოიღებს ცას კივილით, ვერც მამის ღრიალი შეძრავს სამყაროს”

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

    ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ციხიდან დაწყებული სამართლის ძიება (მეორე ნაწილი)

17:12; 9.12.2010
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სისხლის სამართლის საქმე #74068378
“ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა მოხელისათვის ქრთამის სახით ფულის შეთავაზება და მიცემა, რათა ამ მოხელეს თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის მიცემისას და სხვა პირის სასარგებლოდ განეხორციელებინა უკანონო ქმედება”, _ ვკითხულობთ “ამაღლება 98″-ის ყოფილი დირექტორის დავით სიხარულიძის საბრალდებო დასკვნაში.
საბრალდებო დასკვნაში განმარტებულია, რომ შპს “ამაღლება 98”-ს, ავანსის სახით, 2006 წლის 2 ივნისს ჩაერიცხა 1 373 941 ლარი, ხოლო დარჩენილს მიიღებდა პერიოდულად, მისი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისას. ამას არ ეთანხმება დავით სიხარულიძე, რომელიც საკუთარ სიტყვებს მის ხელთ არსებული დოკუმენტაციითაც ამყარებს (ეს დოკუმენტაცია სისხლის სამართლის საქმეშიც დევს):
_ 2 ივნისს, 18 დღის დაგვიანებით ჩამოირიცხა 1 193 000 ლარი, ხოლო 180 000 ლარი კი 1 თვისა და 27 დღის დაგვიანებით ჩამოგვირიცხეს, _ გვითხრა დავით  სიხარულიძემ.
გამოძიების მასალებში და საბრალდებო დასკვნაშიც მითითებულია, რომ 2006 წლის 15 აგვისტომდე, შპს “ამაღლება 98″-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ამიტომ, სხვა კომპანიების მსგავსად, მასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა ერთი თვით _ 2006 წლის 15 სექტემბრამდე. იმავდროულად, კომპანიას დამატებით 531 000 ლარი ჩაერიცხა და ეთხოვა სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულება.
_ გამოძიებამ მიზნობრივად წაიყვანა აზრი არასწორი კუთხით, რადგან მასში აშკარად ჩანს, რომ ჩვენს კომპანიას სხვა კომპანიების მსგავსად გაუგრძელეს ვადა, მაგრამ არ უწერიათ, რომ ეს განათლების სამინისტროს ბრალი იყო და სწორედ ამიტომ გაუგრძელდა პროექტში მონაწილე ყველა კომპანიას ვადა. ოღონდ  არა 15 სექტემბრამდე, არამედ 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით _ 5 დღის ვადით. ესეც მოტყუებით გააკეთეს. რაც შეეხება ჩამორიცხულ თანხას, 521 000 ლარი დამატებით კი არ ჩამოგვერიცხა მათი კეთილი ნების გამოსახატავად, ეს იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომლის მისაღებად ჩვენ ფორმა #2  27 ივლისს წარვადგინეთ, ხოლო თანხა დაგვიანებით, 20 აგვისტოდან 18 სექტემბრის ინტერვალში ჩაგვერიცხა, _ ამბობს სიხარულიძე.
გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ “შპს ამაღლება 98″-ის ანგარიშზე გადაირიცხა 1 905 507 ლარი. სიხარულიძემ მითითებული თანხიდან პროგრამის შესაბამისად გახარჯა 1 571 780 ლარი, ხოლო ჩამორიცხულს და გახარჯულს შორის სხვაობა 333 711 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
_ ეს რომ ცალსახა დასკვნაა, ფაქტები მოწმობს. პროკურატურას არ ჩაუტარებია საინჟინრო ტექნიკური რევიზია, რაც მოიცავდა შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ობიექტზე შეტანილი, გახარჯული მასალების რაოდენობას და სკოლებში დარჩენილი მასალების მოცულობას. არ გაუთვალისწინებიათ ტრანსპორტის ხარჯი, ხელფასები, ზედნადები ხარჯი, მოგება, საბიუჯეტო გადასახადები და დაადგინეს, რომ მე მითვისებული მაქვს 333 711 ლარი, მაშინ, როცა საწყობში 800 000 ლარის მასალები მელაგა ამ სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება სკოლების დამთავრების ვადის გაჭიანურებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ განათლების სამინისტროს ბრალია, _ ამბობს სიხარულიძე.

საგამომძიებლო აღრიცხვის ფორმა #1 (ტ. 1 გვ. 1) გახსნილია 2006 წლის 9 ოქტომბერს
სამინისტროსა და შპს “ამაღლება 98″-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც შეეხებოდა საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, უხეშად იქნა დარღვეული შპს “ამაღლება 98″-ის მიერ. კერძოდ, აღნიშნული ფირმის მიერ მითვისებული იქნა გადახდილი თანხის ნაწილი ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია”. ხელს აწერენ: გამომძიებელი ი. ბაღათურია და პროკურორი კ. ცაცუა.

2006 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული საქმე (ტ. 1 გვ. 2)
“სისხლის სამართლის საქმე #74068378 საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ”. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, საგამომძიებლო ნაწილის უფროსი წერს: “განვიხილე სისხლის სამართლის საქმე #74068378 შპს “ამაღლება 98″-ის ხელმძღვანელი პირების მიერ სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 “ბ” ქვეპუნქტით. გამოვარკვიე: “2006 წლის 9 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე #74068378”.
ეს ორი ოფიციალური დოკუმენტი ურთიერთგამომრიცხავია და ბევრ ეჭვს აჩენს. ამ დოკუმენტების თანახმად გამოდის, რომ გამოძიება 9 ოქტომბერს დაიწყო. ეს საკითხი სასამართლოზე განსასჯელმაც წამოჭრა, თუმცა…
არის კიდევ ერთ საბუთი, ისიც 4 ოქტომბრით დათარიღებული: პროკურორი წერს (ტ 1. გვ.142), რომ “2006 წლის 9 ოქტომბერს გამოარკვია, დაიწყო გამოძიება საქმის ირგვლივ” და აღნიშნავს: “გამოსაძიებელი საქმე სპეციფიკურია და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ძნელია. ობიექტური გამოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალისტის მიერ შენობა-ნაგებობების შესწავლა-შემოწმების გარეშე, რის გამოც აუცილებელია დაინიშნოს საინჟინრო ტექნიკური რევიზია”.
ვითარება იგივეა: პროკურორმა ეს ყველაფერი დაადგინა 9 ოქტომბერს და დაწერა 4 ოქტომბერს(?!).
დავით სიხარულიძე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრალს იქით სდებს, თემურ სამადაშვილს და მის კოლეგებს კი თანხების მითვისებაში ედავება:
_ სამინისტროს და ჩემს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია: “შემსყიდველის” მიერ დანართში მითითებული მასალების მოუწოდებლობის შემთხვევაში, “მიმწოდებელი” ვალდებულია, სამუშაო განახორციელოს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ სამინისტრო პროექტის დაწყებისთანავე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ამდენი სკოლის მომარაგებას მეტალო-პლასტმასის ფანჯრებითა და ელექტრო მასალებით, _ აღნიშნავს სიხარულიძე.
ამავე ხელშეკრულების თანახმად მითითებული იყო ვადა, რომ სამინისტროს კომპანია საჭირო მასალებით 7-დან 45 დღემდე უნდა უზრუნველეყო:
_ ეს არ ნიშნავს, რომ 45-ე დღეზე მოგაწოდონ მასალები. სამუშაოს ადრე დასრულების პირობა ჩადეს, მასალებს კი არ გვაძლევდნენ. ელექტროსაქონელი მომაწოდეს აგვისტოს დასაწყისში, როცა უკვე ნახევარი მქონდა გაკეთებული და მასალა შესყიდული, ხოლო ის მასალა, რაც სამინისტრომ მომაწოდა, ნახევარი გამოუყენებელი დამრჩა. კარგად მახსოვს, 12 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სამინისტრო ვერ შეძლებდა მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების შემოტანას და ჩვენ თვითონ დაგვემზადებინა. სამი თვე ველოდით ფანჯრებს, ვერ ვასრულებდით შელესვით სამუშაოებს, სამღებრო სამუშაოებს. რაც იყო იყო და სასწრაფოდ მოვიძიეთ მეტალოპლასტიკის ნაწილი თბილისში, რათა დაგვეწყო დამზადება. ხოლო ნახევარზე მეტი თანხა გადავრიცხეთ თურქეთში, რადგან იქიდან შედარებით იაფად შემომქონდა მასალა. სასწრაფოდ დავიწყეთ დამზადება და ორ სკოლაში _ ოზურგეთსა და კასპში, 10 დღეში ჩავაყენეთ მინაპაკეტის გარეშე, ხოლო აბაშისა და ახალქალაქის სკოლებისთვის მზად გვქონდა ჩასაყენებლად, როცა გვითხრეს, რომ თავად შემოიტანდნენ ფანჯრებს. სასწრაფოდ ჩავედი სამადაშვილთან და ავუხსენი, რომ 90 000 დოლარის მასალა შეძენილი მქონდა, ხოლო 43 000 დოლარი გადავრიცხე თურქეთში, ამდენი თანხა კი გამოუყენებელი მრჩებოდა. მან მითხრა, კანცელარიაში ჩამებარებინა წერილი ამის შესახებ და მუშაობა გამეგრძელებინა. მეც ასე მოვიქეცი, მაგრამ არ გასულა რამდენიმე დღე და ობიექტებზე მოიტანეს ნახევრად დამტვრეული ფანჯრები, ჩემი გაკეთებულები კი უმოქმედოდ დარჩა. ამდენი თანხა ბრუნვიდან ამომივარდა, თანაც ფანჯრების ზომა არ ემთხვეოდა კედელში დატოვებულ ღიობებს, _ აღნიშნა სიხარულიძემ.
მანვე სასამართლოზე წარადგინა ამ ყველაფრის დამამტკიცებელი ფოტო მასალა, რომელიც მოსამართლემ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა.
_ რომ ნახოთ სამინისტროს მიერ თურქეთიდან შემოტანილი “ინვოისები”, ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ფულის გასაკეთებლად იყო _ 1 კვადრატული მეტრი ფანჯრების ფასი განბაჟების გარეშე, 60 დოლარია, ხოლო ჩვენ ის მხოლოდ 50 დოლარი გვიჯდებოდა. ასე იყო თუ ისე, აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის შუაში მოგვაყარეს ამდენი ფანჯრები. 4000 კვმ ფანჯრების მონტაჟს დრო ხომ უნდოდა? თან ამის შემდეგ ფასადზე მისი ამოლესვა და შელესვაც უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამადაშვილმა და მისმა სამსახურმა თავისი გამორჩენის მიზნით გაწირა სკოლები და ამიტომ არ დამთავრდა სამუშაოები დროზე. წარმოიდგინეთ, 300 სკოლაზე რამდენი ფანჯარა შემოიტანეს და რა თანხა შეიძლებოდა დარჩენოდათ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას სიხარულიძემ.
სასამართლოზე როგორ კერძო, ასევე პროკურატურის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმაც და აუდიტებმაც აღიარეს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ნამდვილად აქვს “ამაღლება 98″-ის თითქმის მილიონნახევრიანი დავალიანება.
სისხლის სამართლის საქმეში გია ნუცუბიძის და თემურ სამადაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც დევს:
“ეკუთვნის, განა არ ეკუთვნის თანხა, სადღაც მილიონამდე ეკუთვნის რა, ექსპერტებმა რაც დამიდგინეს რა. მე გადასარიცხი მაქვს 957 000 თუ რაღაცა, აი, განახებ. ბუღალტერია დღეს ვალდებულებას აიღებს მაგ მილიონზე, რომ ორშაბათს ეს თანხა გადავრიცხო”, _ ეუბნება სამადაშვილი ნუცუბიძეს.
არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც, სიხარულიძის მტკიცებით, ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობდა ქრთამის გამოძალვას სამადაშვილი:
გია ნუცუბიძე: _ დღეს ვერ შეგხვდები. თუ ვერ შეგხვდები ე.ი. იშლება ხელშეკრულება.
თემურ სამადაშვილი: _ ანუ არ გავაგრძელებ მე არაფერს?
გია ნუცუბიძე: _ არ აგრძელებ, ნუ. იმ მილიონს მიიღებენ ალბათ, და მორჩება.
თემურ სამადაშვილი: _ არა, იმ მილიონს ვერ მიიღებენ.
გია ნუცუბიძე: _ ვერ მიიღებენ ხომ?
თემურ სამადაშვილი: _ არა, იმ მილიონს მაშინ სასამართლოთი მიიღებენ.
გია ნუცუბიძე: _ გასაგებია, კარგი, გენაცვალე.
თემურ სამადაშვილი: _ მერე სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ეს მილიონი ეკუთვნოდა, თუ არა. მე ვიძახი, ეკუთვნოდა მაგრამ… მაგ ფულს ეგენი მიიღებენ, ორშაბათამდე თუ არ მოაგვარეს, გარანტირებულად გეუბნები,  მომავალ წელს, რა.
გია ნუცუბიძე: _ ხო, ეჭვი არ მეპარება.
თემურ სამადაშვილი: _ იმის სასამართლოების და…
გია ნუცუბიძე: _ ეჭვი არ მეპარება.
თემურ სამადაშვილი: _ სანამ ძიება წავა, მერე ის წავა და როდის რა დადგინდება და მოსამართლე რას გამოიტანს.
_ ყოველივე ეს ადასტურებს, რომ სამადაშვილი იმუქრება იმის გამო, რომ, თუ თანხას არ მივიტანდი, არ ჩარიცხავდა და მერე სასამართლოთი გაარკვევდა საქმეს. ორი მაღალი თანამდებობის პირი ადასტურებს, რომ მე ჩემს კუთვნილ თანხას სასამართლოთი ან მივიღებდი ერთი წლის შემდეგ, ან საერთოდ არა, _ ამბობს დავით სიხარულიძე.
სასამართლო სხდომაზე, სადაც ერთმანეთს სამადაშვილი და სიხარულიძე დაუპირისპირდნენ, სამადაშვილმა დაადასტურა, რომ განსასჯელს თანხა ნამდვილად ერგებოდა:
_ დიახ გეკუთვნოდა, ახლაც გეკუთვნის, მაგრამ… _ ამის შემდეგ პროკურორმა შესვენება მოითხოვა!

ტომი II გვ. 378-385
“სამინისტროს მიერ ფანჯრების დაგვიანებით შემოტანა სამუშაოების დროულად შესრულებას ხელს შეუშლიდა”; “კასპის სკოლაზე დაგვიანება არ გქონდათ”; “დეფექტური აქტები რის საფუძველზეც დგებოდა, ხარჯთაღრიცხვები არ შეესაბამებოდა რეალობას, მოცულობები იყო გაზრდილი”; “კარ-ფანჯრები სამინისტროს უნდა მიეწოდებინა”; “კარ-ფანჯრის ბოლოს გაკეთება გამოიწვევდა ზოგი სამუშაოს განმეორებით შესრულებას, შესაბამის დამატებით ხარჯებს”; “შესრულებული იყო მთლიანი სამუშაოების დაახლოებით 60-70%” _ ეს არის თემურ სამადაშვილის და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტების მიერ გაცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სასამართლოზე დაისვა და რომელიც საქმეშია შეტანილი.
_ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ჩემი უდანაშაულობის უამრავი მტკიცებულებაა და ამის დადგენა ნებისმიერი განათლების მოქალაქისთვის იოლია, სასამართლოს გადაწყვეტილებით 11 წელი მაქვს მისჯილი. აქედან 4 წელი უკვე მოვიხადე, მაგრამ კიდევ 11 წელიც რომ დამჭირდეს, სიმართლის ძიებას არ შევწყვეტ _ ამისთვის გისოსები ვერ დამაბრკოლებს. არ წავალ გარიგებაზე, არ დავთანხმდები საპროცესო გარიგებას, არ ვაღიარებ ჩაუდენელ დანაშაულს და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც ჩავალ. გარდა ამისა, ყველა გზას და ხერხს გამოვიყენებ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მის მიერ ოფიციალურად აღიარებული ვალი გადამიხადოს, _ აღნიშნავს სიხარულიძე.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პროცესის განხილვა მიმდინარეობს _ სიხარულიძე გარიგებაზე არ მიდის, დანაშაულს არ აღიარებს და სახელმწიფოსგან აღირებულ ვალს ითხოვს.
გასულ პარასკევს პროცესი ისევ გადიდო. სიხარულიძის ინტერესებს ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი იცავს, რომელსაც სჯერა, რომ სიმართლეს, აქ თუ არა სტრასბურგში მაინც დაამტკიცებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

გურიის ტყეებში ისევ ხანძარია

"მჯერა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი კვლავ აღორძინდება"

ყველა სიახლე

სამართალი

აბაშაში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც ზუგდიდში გადაჰყავთ

20:35; 15.07.2025
საზოგადოება

“ჩემთვის ეს სილის გაწვნა არ იყო დგებუაძისთვის მარტო სილის გაწვნა”

18:51; 15.07.2025
ფეისბუქსტატუსები

უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

18:10; 15.07.2025
სამართალი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული

18:00; 15.07.2025
ფინანსები

რა ეღირება ევრო და დოლარი 16 ივლისს

17:21; 15.07.2025
მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

16:22; 15.07.2025
მსოფლიო

ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

15:36; 15.07.2025
ზაფრანი

როგორ გადავიტანოთ ცხელი ზაფხული

15:06; 15.07.2025
ზაფრანი

როგორ მივირთვათ სწორად იოგურტი

14:43; 15.07.2025
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები დნმ-ის შესახებ

14:34; 15.07.2025
ზაფრანი

ბანანის დიეტა

14:26; 15.07.2025
ფეისბუქსტატუსები

“ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

13:40; 15.07.2025
ფინანსები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

13:38; 15.07.2025
საზოგადოება

ზღვაში მაშველებმა ცხედარი იპოვეს

13:19; 15.07.2025
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

13:03; 15.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

18:10; 15.07.2025
0

“ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

13:40; 15.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო