რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურში 42 წლის მამაკაცს ზ.უ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. როგორ გვითხრეს, შემთხვევა ჩოხატაურის ხალხმრავალ ადგილზე ე.წ. "აკაციებში" მოხდა.
მამაკაცს ამ წუთებში კლინიკა "მამქოლში" ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დაჭრილის მდგომარეობის შეფასება რთულია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.