ამერიკული მას – მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ერიკ კლაპტონის საათი „კრისტის“ აუქციონზე 3.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„Patek Philippe”-ს საათი უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა შეიძინა. საინტერესოა, რომ მყიდველი აუქციონს თავად ესწრებოდა. მან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.
საათი 1987 წელს გახლდათ გამოშვებული და ერიკ კლაპტონმა თავის დროზე 250 ათას დოლარად იყიდა.
საინტერესოა, რომ მუსიკოსი საათების თავგამოდებული კოლექციონერია.
საათის გაყიდვიდან შემოსული თანხა კლეპტონმა დიდ ბრიტანეთში მოქმედ ერთ – ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა.
საინტერესოა რომ 2011 წელს მუსიკოსმა ნიუ – იორკში გამართულ ერთ – ერთ აუქციონზე თავისი 70 ცალი გიტარა გაყიდა და შემოსული ფული ასევე საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯა.