https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: “უნდა გამოვიდეთ რომანტიკული პერიოდიდან”

15:06; 6.06.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს. სწორედ ამ დრომდე აქვს ვადა მშენებელ კომპანიას, რომ განსახლების გეგმა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი წარმოადგინოს. ამასთან, ამ ეტაპზე პროექტში სახელმწიფოს მხოლოდ 20% თანამონაწილეობა განიხილება.

ხელისუფლება ვალდებულებებს უცვლის მცირე და საშუალო ჰესებსაც. ჰიდროელექტროსადურებს გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება  12-დან 8 თვის განმავლობაში მოუწევთ.

დღეს არსებული ნორმით კი, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები მთელი წლის განლავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%-ს საქართველოში ტოვებენ.

რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, ასევე რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში "კომერსანტის" შეკითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი პასუხობს.

_ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში 2,5-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 244 მილიონ 745 ათასი ლარი იყო. ამ მაჩვენებლით ენერგეტიკა პირველ ადგილს იკავებდა. 2014 წელს კი ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიცია 98 მილიონ 740 ათას ლარს არ აჭარბებდა. რა იყო ინვესტიციების შემცირების მიზეზი გასულ წელს და რა მოლოდინებია ახლა?

_   პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ მოიცავს მთლიან ინვესტიციებს, ეს არ არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე. ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა, პორტფელური და FDI-პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდნენ ქართული ბანკები, მაგალითისთვის მარტო „თიბისი ბანკს“ წინა წელს 40 მილიონი აქვს დახარჯული, „საქართველოს ბანკს“ კი თავისი ფონდი აქვს შექმნილი, რომელიც პროექტებს ახორციელებს და აწარმოებს.

მაგრამ რა თქმა უნდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის ქვეყანაში პირობები, რომ უცხოური ინვესტორები შემოვდნენ. საბოლოო ჯამში, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება, რომ ქვეყანა მარტო შიდა ინვესტიციებზე იყოს დამოკიდებული.

რას გვიჩვენებს  FDI-ს მაჩვენებელი? გამოთვლა არ ხდება ასე მარტივად, რომ მაგალითად ჩარიცხა ინვესტორმა თანხა და ეს აისახა ინვესტიციებზე.  ინვესტიციებს, რომლებსაც ჩარიცხავენ, რა თქმა უნდა პლუსია, მაგრამ დივიდენდები და ზარალი, რომლებიც კომპანიებს ერიცხებათ, ეს არის მინუსში. ბალანსდება და საბოლოო ციფრი გამოდის პლუს-მინუსიდან გამომდინარე. ლარის კურსის ცვილებიდან გამომდინარე ბევრმა კომპანიამ, განსაკუთრებით სადისტრიბუციო კომპანიებმა, იზარალეს, რაც იყო მიზეზი იმისა, რამაც გამოიწვია ხილული შემცირება ინვესტიციებისა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეამცირეს ინვესტიციების ოდენობა ან არ  ხორციელდება ინვესტიციები ჰიდრო რესურსებში. მაგალითისთვის ჰიდრორესურსებში შემცირება არ ყოფილა, დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო, რაც წინა წელს.

წინა წლის შუა პერიოდიდან დაიწყო შუახევის პროექტი და მან ბოლომდე ვერ მოასწრო საკუთარი თავის წარმოჩენა, წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო გაძლიერდება და უფრო მეტი ინვესტიცია მოხდება ამ პროექტში. დარიალი ჰესის პროექტი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, სხვა მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, აჭარაში განსაკუთრებით და ვფიქრობთ, რომ წელს მთლიანმა ინვესტიციებმა ჰესებში უნდა შეადგინოს 200-დან 250 მილიონამდე, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემზე. რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანიებს, ისინი დამოკიდებული არიან მოგება-ზარალზე.

მათი პროგნოზები რთულია. მათი  საინვესტიციო ვალდებულებები სემეკის მიერ არის გათვლილი და ისინი განახორციელებენ რეინვესტირებას საქართველოში.  ვფიქრობ, ენერგეტიკაში ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და ტერმინი, რომ დღეს არის მცირე და საშუალო ჰესების ბუმი ჩვეულებრივად აღიქმება.

გაიხსენეთ 2 წლის წინ, როდესაც გაჩერებული იყო ეს მიმართულება და არაფერი ხდებოდა. 1 და 2 მეგავატიან ჰესებზეც გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ ვანადგურებთ გარემოს და საშინელებას  არ ჩავდივართ. ამავე დროს გააქტიურებულია კერძო სექტორი, ადრე ძირითადად მაინც ხელოვნურად ხდებოდა USAID-ის თუ სხვადასხვა დონორების მხრიდან აქტიურობა და ასეთი პროექტების ხელშეწყობა, ახლა კი კერძო სექტორი გააქტიურდა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე საკმად დიდი მოლოდინები გვაქვს შემდეგი წლისთვის. მიმდინარეობს მშენებლობები 700 მეგავატამდე სიმძლავრეებზე, ეს არის  დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომლიდანაც 250 მილიონი არის წლევანდელი წილი. 

მომავალი წლიდან გვინდა, რომ დაიწყოს 2000 მეგავატამდე ახალი ჰიდროელექტროსადგურების შენებლობა. ამ ეტაპზე კვლევებზეა გატანილი ბევრი მათგანი. საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ 4-დან 5- მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები უნდა განხორციელდეს შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში.  ამას მიყვება ინფრასტრუქტურის განვითარება, გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ. ეს იმდენად დიდი სფეროა, რომ მხოლოდ ერთი სამინისტრო ვერ გახდება ვერაფერს, უნდა ჩაერთოს მთავრობა, ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რომანტიკული პერიოდიდან, როდესაც ემოციები ჭარბობდა პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.

_ ემოციური დამოკიდებულება ახსენეთ და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხუდონჰესის პროექტის გახსენება. ითქვა, რომ ხელისუფელბა აპირებს პროექტში შესვლას, რა მოცულობაზეა საუბარი?

_ ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესია და საუბარია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს უფლება სურვილის შემთხვევაში 20%-მდე შევიდეს. შემდეგ რა ფორმით შევა, იქნება ის, საპარტნიორო ფონდის სახით თუ რაიმე სხვა მექნიზმით, ეს შემდგომში გადაწყდება. ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს  შეუძლია გახდეს 20%-ით პროექტის მონაწილე და ეს არ შეაყოვნებს პროექტს.

_ რაც შეეხება მშენებლობის ვადებს. როდის იგეგმება მისი დაწყება?იქნება ეს 2016 წელს, რაც იყო გაცხადებული?

_  ხუდონჰესის მშენებელმა უნდა დააკმაყოფილოს 2 ძირითადი საკითხი, ერთი არის განსახლების გეგმის შემუშავება და მეორე არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დასრულება, რადგან მათ აქვთ შენიშვნები მიღებული გარემოს დაცვის სმაინისტროსგან და მათ ეს პროცესი უნდა დაასრულონ. გრაფიკი არის  გაწერილი დაახლოებით ერთწლიანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წლის მესამე კვარტალში, თუ ისინი წარმატებით დაასრულებენ ამ პროცესებს, მშენებლობა დაიწყება.

_  ხელისუფლება აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება და ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის არა 20% დატოვოს საქართველოში, როგორც ეს ახლა ხდება, არამედ ელექტროენერგია 8 თვის განმავლობაში დარჩეს საქართველოში. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

_ცვლილება ეხება მცირე და საშუალო ჰესებს. ეს მოხდა  იმის გამო, რომ ჩვენი დეფიციტები გავიდა 8-თვიან პერიოდზე, ადრე თუ ძირითადად ზამთრის პერიოდში – 3 თვე – იყო დეფიციტი, ახლა 8 თვე გვაქვს დეფიციტი და გვიწევს რუსეთდან ენერგიის შემოტანა. ჩვენს მოვერგეთ ახალ რეალობას და ჰესებმა, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ელექტროენერგიას, ჯობია, რომ 8 თვე საქართველოში დატოვონ ენერგია და 4 თვე გაიტანონ ექსპორტზე. ეს იქნება 15 წლის განმაბლობაში, სანამ ისინი ითხოვენ ხაზზე დაშვებას.

_  ახალი თბოსადგური უნდა აშედეს საქართველოში, რომელიც იქნება 500 მეგავატი სიმძლავრის. სად და როდის აშენდება, ასევე რომელი კომპანიაა დაინტერსებული ამ მშენებლობით?

_ ამაზე მიდის ფიზიბილითი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აკეთებს ამას.  სავარაუდოდ, გარდაბანში აშდენდება, თუმცა, არსებობს ალტერნატიული ადგილებიც. რაც შეეხება ვადებს, ფიზიბილითი უნდა დასრულდეს 3 თვეში. 2018 წელს უნდა იყოს შესული ექსპლუატაციაში შესული.

_ რა ხდება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან დაკავშირებით, დიდი ხანია დაგეგმილია მისი გაყიდვა, თუმცა დედა კომაპნია 20 მილიონს ითხოვს. კომპანიას სხვა დავალიანებებიც აქვს. ამის გათვალისწინებით რთული სათქმელია, რომ კომპანია ამ ფასად გაიყიდოს. ამასთან კომპანია გამოჯანსაღების გზაზეა და ქსელის რეაბილიტაციასაც ახორციელებს  საკუთარი სახსრებით. ხომ არ შეიძლება იყოს ეს ნიშანი იმისა, რომ წლის ბოლოსთვის ველოდოთ კომპანიის ახალი მფლობელის გამოჩენას?იყო საუბარი “ენერგო პროს“ მიერ ამ კომპანიის შესაძლო შესყიდვაზეც…

_ზოგადად კახეთის დისტრუციასთან დაკავშირებით, პირველი, რაც უნდა მოხდეს, ესაა შეთახმება „ახემა ჯგუფთან“, რომ ჩამოშორდეს კომპანიას. თუ ეს არ მოხდა, კომპანია ყოველთვის იქნება გამოკიდებული ცაში. ეს შეთანხმება  არა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას, არამედ იუსტიციის სამინისტროსა და „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ შორის უნდა მოხდეს. მეორე ნაბიჯი ისაა, რომ, ჩემი აზრით, ეს კომპანია მაინც უნდა გადაეცეს „ენერგოპროს“, რადგან გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს მას. დიდი შეცდომა  იყო დაშვებული, რომ თავიდანვე ამ კომპანიას არ მისცეს.

მესამე ნაბიჯია, რომ თუ „ენერგოპრომ“ არ აიღო, უნდა გაიყიდოს, ოღონდ ინვესტციების ჩადების ვალდებულებით, რადგან სავალალო მდგომარეობაშია იქ ქსელი. აი, ეს არის სამი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ამ კომპანიასთან მიმართებით.

_ როგორია ბიზნესგარემო დღეს ენერგეტიკულ სექტორში, ქმნის თუ არა პრობლემას გრძელვადიანი ხელშეკრულებები მიმწოდებელ სექტორში, მაგალითად „თელასთან“ დადებული ხელშეკრულება?

_ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული სფერო სემეკის მიერ უნდა რეგულირდებოდეს, როცა გარკვეული ტიპის ხელშეკრულებები ხელს უშლიან  სემეკს იმისთვის, რომ მან განახორცილოს თავისი უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა,  მაქსიმალურად ვცდილობთ, ისე ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზიანოთ  იურიდიული მხარე ამ ხელშეკრულების და ჩვენი მხრიდან ინვესტორზე არ იყოს ზეწოლა.

ხშირ შემთხვევაში კომპანიასაც აწყობს, რომ სემეკმა განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, რადგან სემეკის რეგულაცია ყოველთვის არის დროსთან ადეკვატური, როდესც დებ 25-წლიან ხელშეკრულებას, არასოდეს არ იცი, რა იქნება გრძელვადიან პერიოდში, შეიძლება ეს იყოს საფრთხისშემცველი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე გამოვიდეთ ამ ხელშეკრულებიდან, თუმცა,  ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

_ ზოგადად რა პრობლემებია დღეს ენერგოსექტორში და რას აკეთებს ხელისუფლება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

_ პირველი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ის დეფიციტი, რომელიც ქვეყანას აქვს. ამის აღმოფხვრა არის  ჩვენი მთავარი ამოცანა. ამისთვის ხდება ყველა  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა, თბოსადგურებისა და ქარის სადგურების მშენებლობა, გვინდა, რომ გავატაროთ ენერგოეფექტური ღონისძიებები. მეორე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ტარიფების პრობლემა, კურსის ცვალებადობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაზარალოთ კომპანიები და ხელოვნურად დავიჭიროთ ტარიფები. აქაც სემეკის როლი და პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ტარიფის ცვალებადობა ნიშნავს იმასაც, რომ თუ უკეთესი პირობები იქნება, ტარიფი შეიძლება შემცირდეს კიდეც. რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა იქიდან, რას ფიქრობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.

მესამე პრობლემა რაც არის, ესაა მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა და ძალიან მაღალი მოლოდინები, რომ კომპენსაციები იქნება ძალიან მაღალი და მცდელობა იმისა, რომ მიიღონ მაღალი კომპენსაციები. ასევე ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დონეზე არ ხდება  გათვიცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი მშენებლობები, რომლებიც მიმდინარეობს ენერგეტიკაში. ამაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართულები.

ამასთან, ჩვენ გვჭირდება  სერიოზული ინფრასტრუქტურული, გადამცემის ხაზების გაძლიერება, რისთვისაც  შემუშავებულია 10-წლიანი განვითარების გეგმა.

წყარო: commersant.ge

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026

მურატ ილდირიმის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაში გაწევრიანდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო