https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა პრობლემები უნდა მოაგვარონ ქართულმა მედიაპორტალებმა ევროპული ხარისხის მისაღწევად

21:06; 7.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულმა ადგილობრივმა გაზეთებმა უნდა მიბაძონ  და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; გააფართოვონ სარეკლამო ბაზარი და გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა –  ამბობს პოლონეთის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის, კვირეული "პშელომის", ასევე, პორტალ przelom.pl-ის გამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში განხორციელებული მედია-პროექტების ექსპერტი ალიცია მოლენდა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ქართულ ადგილობრივ გაზეთებს ევროპულ სტანდარტამდე მისაღწევად გარკვეული გზა გასავლელი კიდევ აქვთ.

"ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი, როგორც ცალკეული მედია პროდუქტი", – ამ თემაზე  ქართული ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის პოლონურმა ფონდმა  "განათლება დემოკრატიისათვის" სამდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგებს ფონდის კოორდინატორი აგნეშკა ნოვინკა,  ალიცია მოლენდა და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი"-ს ტრენერი მარჩინ ბანკი უძღვებოდნენ.

ალიცია მოლენდა:  ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობთ, ამიტომ ადგილობრივი მედია პოლონეთშიც და საქართველოშიც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ადგილობრივი პრესა უნდა განიხილავდეს მხოლოდ იმ თემებს, რომელიც არის საინტერესო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გაზეთი ვრცელდება. ადგილობრივი პრესის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მხოლოდ ადგილობრივ ინფორმაციებს უნდა შეიცავდეს. განსხვავება საქართველოს ადგილობრივ პრესასა და პოლონურ ადგილობრივ პრესას შორის მხოლოდ გაზეთის ხარისხშია; პროდუქტში, რომელიც სტამბიდან გამოგვაქვს. განვსხვავდებით რეკლამების რაოდენობითაც, პოლონურ გაზეთებში ძალიან ბევრი რეკლამაა საქართველოს გაზეთებთან შედარებით. ამასთანავე, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთები აუცილებლად აფინანსებენ თავის თავს, თვითმყოფადები არიან, საქართველოს ადგილობრივ მედიასაშუალებებს კი, ხშირ შემთხვევაში გრანტები აქვთ.

_პოლონურ ადგილობრივ გაზეთებს დამატებითი დახმარება, ფინანსური წყარო აქვთ?

_არანაირი დამატებითი ფინანსური წყარო. სახელმწიფო დაფინანსებიდან არანაირი დოტაციები არ არის, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. საკუთარი თავის ფუნქციონირებით საკუთარი ძალისხმევით გვაქვს შემოსავალი. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის როდესაც ვნახე, რომ  საქართველოს ადგილობრივი გამომცემლობების ელექტრონული ვერსიები, პორტალები ძალიან კარგ დონეზეა, ხშირ შემთხვევაში პოლონეთის პორტალებსაც სჯობს.

_ განვითარების რა კუთხით უნდა წავიდეს ქართული ადგილობრივი მედია, რომ უფრო მაღალ სტანდარტს მიაღწიოს?

_ ადგილობრივ გაზეთებს შეუძლიათ მიბაძონ  და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. იმის მიუხედავად, რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ევროპაში, გაზეთები მაინც უნდა ცდილობდნენ მოიძიონ ეს რეკლამები ან გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა. თქვენთან ძალიან მცირე რაოდენობაა მცირე რეკლამების, რაც მნიშვნელოვანია. პოლონეთში ადგილობრივი გაზეთების არსებობის პირველივე დღიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მცირე განცხადებებს და მათი რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო. ასევე, მაკეტების შეცვლაზე ვიმუშავებდი ქართულ გაზეთებში რომ  ვყოფილიყავი, შესაცვლელია სურათების ხარისხიც. ქართული ენა არ ვიცი, ამიტომ სტატიების შინაარსობრივ მხარეს ვერ შევაფასებ. ვიმედოვნებ, რომ ქართველ ჟურნალისტებს არა აქვთ თვისება რომ რაღაც ინფორმაცია ინტერნეტიდან გადაბეჭდონ. ვიმედოვნებ, შინაარსობრივი მხარე ადგილობრივ საკითხებს ზუსტად ასახავს. ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებმა და გამომცემლებმა ყური უნდა დაუგდონ თავიანთ მკითხველებს. სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ მათ საჭიროებებზე, თანამედებროვე მკითხველს ურჩევნია წაიკითხოს  უფრო მოკლე ტექსტები, ვიდრე ადრე კითხულობდა, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოთ. გაზეთის შინაარსობრივ მხარეს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აქვს, ვიდრე დიზაინს. გაზეთი მხარს უნდა უჭერდეს და მკითხველს სჭირდებოდეს, ამისთვის მას პრაქტიკული ინფორმაცია უნდა გადასცეს, რომელიც ცხოვრებას გაუმარტივებს.

_ ფონდი "დემოკრატიული აღმოსავლეთი” საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. რა შეიცვალა საქართველოს მედია-ბაზარზე თქვენი ტრენინგების შემდეგ და საქართველოს გარდა რომელ მედი-აბაზარს იკვლევს?

_ 7 წლის წინ არცერთ გაზეთს თავისი ვებ-გვერდი არ ჰქონდა, საუბარი აღარ არის პორტალებზე. ახლა ვატყობთ, რომ გაზეთები შეიცვალნენ და ბევრმა გაზეთმა გაითვალისწინა და გაიზიარა პოლონეთის გამოცდილება, რადგან წლების განმავლობაში ექსპერტები და ტრენერები ქართველი ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ატარებდნენ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები, თუ რა სწრაფად განვითარდა ქართული პორტალი დაარსებიდან დღემდე.

_ საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში მუშაობთ და რა მდგომარეობაა იქ ადგილობრივი მედიის განვითარების კუთხით?

_ გვიმუშავია ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამჟამად უკრაინის მედიაზე ვმუშაობთ; ასევე, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ცენტრალურ აზიასა და ტაჯიკეთში. ამ ქვეყნებში  ადგილობრივი გაზეთების დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული ადგილობრივი გაზეთები ლიდერები არიან და პირველ ადგილზე იმყოფებიან პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. ძალიან ბავრი შესამჩნევი ეფექტია სემინარების და ტრენინგების შემდეგ.

_ ტრენინგისას აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ საკითხში ქართული მედიაპორტალების პროდუქტი პოლონურ მედიაპროდუქტზე უფრო კარგია. რა აქვს ქართულ მედიაპორტალებს ისეთი, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის?

_ მოკლე ვიდეო ფილმები. ეს ის არის, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ქართულმა მედიაპორტალებმა ამ მხრივ იმიტომ გაგვისწრეს, რომ ამ საკითხში სხვადასხვა გზებით წამოვედით. საქართველოს ჰქონდა საშუალება მარტივი, მცირე ფილმები გაეკეთებინა, პოლონეთმა სხვა გზა აირჩია, აკეთებდა გრძელ, ხარისხიან ფილმებს, რომლებიც მოითხოვდნენ დიდ ხარჯებს, ამან კი არ გაამართლა. ამიტომ გვაჯობეთ.

_ სამოქალაქო აქტივობა რა დონეზეა საქართველოში პოლონეთთან შედარებით?

_ ვფიქრობ, პოლონეთმა გარკვეულ დონეს და თავის მიზანს მიაღწია, რადგან საზოგადოება უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული ზოგიერთი საზოგადოებრივი საკითხით. საქართველოს აქვს კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ განვითარების გზაზეა. ვფიქრობ, ქართველი  ხალხი უფრო მეტად არის ჩართული საზოგადოებრივ საკითხებში. პოლონეთში მოსახლეობა უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, რადგან უკვე აქვთ საშუალება იოცნებონ დასვენებაზე, აირჩიონ გართობის სხვადასხვა სახეობები და მოგზაურობა. თუმცა, მალე პოლონელი ხალხის წინ რთული პერიოდი დადგება, როდესაც დამოუკიდებლად  უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს, ვინაიდან ევროკავშირში შესვლისთანავე ის დახმარებები შეგვიწყდება, რასაც ევროკავშირი ჩვენ წლების განმავლობაში გვიწევდა.

_ იცნობთ თუ არა "გურია ნიუსის" გაზეთისა და ვებ-პორტალის და როგორ შეგვაფასებთ?

_ სემინარზე ჩამოსვლამდე მინდოდა გამეცნო ყველა გაზეთი, თქვენს ვებ-გვერდზეც შემოვედი და ძალიან მომეწონა. დადებითი აზრი მაქვს თქვენი გაზეთის ვებ-პორტალზე. თუმცა, თუ იმ შენიშვნებსაც გაითვალისწინებთ, რაც ზემოთ გითხარით, გაცილებით უკეთესი შემოსავალი გექნებათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა- რა ინფორმაცია ვრცელდება

15:42; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4 მარტი, 2026

მინისტრის მოადგილე დუშეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ნატო-ს სამეცნიერო სასწავლო პროგრამა თბილისში ჩატარდება

ყველა სიახლე

მთავარი

რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

21:55; 4.03.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4.03.2026
სამართალი

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ავტოკატასტროფაში მოჰყვა

21:35; 4.03.2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4.03.2026
სამართალი

გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა და მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა

19:13; 4.03.2026
სამართალი

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა

18:50; 4.03.2026
ფინანსები

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:05; 4.03.2026
სამართალი

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

17:56; 4.03.2026
ფინანსები

მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით

17:40; 4.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

17:28; 4.03.2026
მსოფლიო

თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

17:01; 4.03.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

16:53; 4.03.2026
პოლიტიკა

DRI: კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ტოტალური სამართლებრივი კონტროლისა და რეპრესიულ მექანიზმს

16:46; 4.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4.03.2026
მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

16:33; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო