"ბექა თავდიშვილი სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს, ეს არის გარკვეული ზეწოლა მასზე, იმიტომ, როცა ადამიანი მიმართავს სასამართლოს, სადავო საკითხის გასარკვევად, როცა მას მიაჩნია, რომ არაფერი არ დაუშავებია, მინიმუმ სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც უნდა დაელოდონ, ეს არის თვალნათელი ზეწოლა, რაც ჩანს", _ ამის შესახებ დღეს, ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან ადვოკატმა კახა ჩავლეშვილმა განაცხადა.
საქმე ეხება 24 მაისს , ოზურგეთში, რესტორან "თამარიონში", პოლიციასა და სახანძრო -სამსახურის თანამშრომელს შორის მომხდარ ინციდენტს.
ბექა თავდიშვილის განცხადებით, ის სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
"ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას, გადავიბარე სმენა, რამდენიმე საათის შემდეგ უფროსმა მითხრა რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ხარო, თუმცა რა იყო ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, ეს არ განუმარტავთ", _ აღნიშნა ბრიფინგზე თავდიშვილმა.
როგორც სახანძრო – სამსახურის უფროსმა ჯანიკო ჩიტაიშვილი აცხადებს, თავდიშვილის განთავისუფლების მიზეზები ამ ეტაპზე მათთვისაც უცნობია.