საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებას ეხმაურება.
"გორიდან მოვდივარ, ამაყი მაგრამ გულდამძიმებული…კაპრალი დავითაია გარდაიცვალა რამდენიმე საათის წინ! ჩვენი დროის კიდევ ერთი გმირი და ამაყი ქართველი. 3 წლის წინ დაიჭრა ავღანეთში. რამაზი და ქართველი და გერმანელი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.
დღეს მისი სიცოცხლე დასრულდა, თუმცა კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიბადა ჩვენს თვალწინ. გმირი რომელზეც დიდ ხანს ისაუბრებენ, დიდხანს ვიამაყებთ, დიდხანს გავიხსენებთ.
რამაზ დავითაია ერთგულად ემსახურა ჩვენს სამშობლოს და ლამაზი ფურცელი დაუტოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას", _ წერს თინა ხიდაშელი "ფეისბუკის" გვერდზე.
ამავე თემაზე: