ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის, მარტინ სტროპნიცკის სახლს ხელყუმბარები ესროლეს. თავდასხმის დროს მინისტრი სახლში არ იმყოფებოდა.
"როიტერის" ინფორმაციით, ხელყუმბარების სროლის შედეგად პატარა ხანძარი გაჩნდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შესაძლებელია ინციდენტის უკან რადიკალთა გარკვეული ჯგუფები იდგნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტინ სტროპნიცკს მუქარის წერილებს უგზავნიდნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.