მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის თანამშრომლების ცემაში მსჯავრდებული პირები და მათი ახლობლები შიმშილობას იწყებენ.
როგორც პოლიციელების ცემაში მსჯავრდებული მაია კეკელია "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ის დღეიდან ქუთაისის პარლამენტის შენობასთან შიმშილობის აქციას იწყებს. კეკელიას ეს გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანამ განაპირობა. განაჩენის თანახმად კი, ცემაში ბრალდებულ ქალბატონებს – მაია და ინეზა კეკელიებს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმები, ხოლო დანარჩენ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა.
შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებენ დაკავებულების ახლობლებიც.
მათივე განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მსჯავრდებულების ახლობლები კვლავ რჩებიან, თუმცა ემოციური ფონი უკვე დამცხრალია.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე 14 სასამართლო სხდომა ჩატარდა. მოსამართლის თქმით, ბრალდებულებსა და დაცვის მხარეს თანაბარი უფლება მიეცათ თავიანთი სიმართლე დაემტკიცებინათ.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"
რა განაჩენი გამოუტანა პოლიციელების ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ