რომში, ორი მონაზონი სიკვდილს გადაარჩინეს. ისინი ლიფტში 3 დღის განმავლობაში საკვების და სასმელი წყლის გარეშე იყვნენ ლიფრტში გაჭედილები.
BBC-ის ინფორმაციით, პარასკევს 2 მონაზონი ელექტროენერგიის უქონლობის გამო ლიფტში გაიჭედა. ისინი დახმარებას ითხოვდნენ, ყვიროდნენ, მაგრამ მათი ხმა არავის ესმოდა. დასვენების დღეების გამო შენობაში არავინ იმყოფებოდა.
69 წლის ახალზელანდიელი და 58 წლის ირანელი მონაზონი ორშაბათს დამლაგებელმა იპოვნა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მონაზვნებმა მოგვიანებით თქვეს, რომ გადარჩენისთვის ბევრი ილოცეს. ისინი ახლომდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მონაზვნები რომში რელიგიური მისიით იმყოფებიან.