ცნობილი დიზაინერი მოდის სამყაროში მადამ კარვენი, პარიზში, 105 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
დიზაინერის სახელი კარვენი მისი ნამდვილი სახელისგან, კარმენისგან წარმოიშვა.
ის ცნობილი გახდა თავისი ელეგანტური კაბებით, მოდის სიყვარულით, რითაც დახვეწა პარიზის მოდის სამყარო. შექმნა ახალი სტილი და მოდის სამყაროში თავი დაიმკვიდრა.