ე. წ. "კაბალების საქმის" ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურამ საჩივარს გრიფის საიდუმლო დაადო, რაც ადვოკატთა თქმით ხელს შეუშლის საზოგადოებას იცნობდეს საქმის დეტალებს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ე. წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საჩივარზე გრიფის საიდუმლოს დადება ის იარაღია, რომლითაც ეს უწყება ცდილობს კარგად დაფაროს საკუთარი უკანონო ქმედება.
"პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელმაც დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, აბსოლუტურად კანონიერია და იმისათვის, რომ ეს არ გახდეს, ფართო საზოგადოებისათვის ნათელი, სპეციალისტებმა და იურისტებმა არ გაიცნონ ეს დასკვნა და არ გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, პროკურატურამ თავისსავე განჩინებას დაადო საიდუმლო გრიფი. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, სასწრაფოდ მოეხსნას გრიფი საიდუმლო, ეს არის მხოლოდ იარაღი და მანიპულირება პროკურატურისა, რომ რაც შეიძლება დაფარონ საკუთარი უკანონობა," _ განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.