უკვე ცნობილია ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს გამარჯვებულების ვინაობა ჟურნალისტიკაში; წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულებს შორის „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი ნატო გოგელიაა, “გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მოკვლევისთვის, რომელიც საბავშვო ბაღების მშენებლობებში არსებულ ხარვეზებს შეეხება.
ჯოშუა ფრიდმანის პროზე გადაეცათ ასევე, სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტს ნინო ზურიაშვილს, გიორგი მგელაძეს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს, გადაცემის _ „რეალური სივრცე“ წამყვანს ნინო ზაუტაშვილს.
ჯოშუა ფრიდმანის სახელობის პრიზი ნინო ზურიაშვილს მიენიჭა ფილმისთვის „თბილისი – პარიზი – გადარჩენის გზა“, გიორგი მგელაძეს ჟურნალისტური გამოძიებისთვის „ნეპოტიზმი და მილიონობით ლარით შემცირებული მოგება ფოსტაში“, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს კი პრიზი გადაეცა ნაშრომისთვის „პანკისის სკოლიდან წაყვანილი ბავშვები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“.„პირველი არხის“ გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანს ნინო ზაუტაშვილმა პრიზი მიიღო “საყდრისის ოქროს მაღაროს“ თემაზე მომზადებული გადაცემისთვის.
კონკურსი საქართველოში მეოთხე წელია ტარდება. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში წელს იყვნენ: მაკა ანთიძე, სოფო მეგრელიძე; ნინო ჟიჟილაშვილი, ანა ქეშელაშვილი, ზვიად ქორიძე, აკაკი გოგიჩაშვილი.