Big Band-ის ლიდერი ჯეიმს ლასთი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ეს სამყარო თავისი ოჯახის წევრების თანდასწრებით საკმაოდ მშვიდი სიკვდილით დატოვა.
BBC-ის ინფორმაციით, ის როიალ ალბერტ ჰოლში გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ მძიმედ ავად გახდა. ის მანამდეც ავადმყოფობდა, მაგრამ ტურნემ საშუალება მისცა თავის ფანებს დამშვიდობებოდა.
ტურნეს დაწყებამდე ლასთმა განაცხადა, რომ "ჩემს ფანებს ექნებათ საშუალება თავიანთ სიცოცხლეში საუკეთესო კონცერტს დაესწრონ".
ჯეიმს ლასთმა მუსიკალური კარიერა, თავის ორკესტრთან ერთად 1960 წელს დაიწყო და არნახული პოპულარობა მოიპოვა.