"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, შესაძლოა გიორგი ჭყონია დაინიშნოს.
გიორგი ჭყონია, ამჟამად თბილისში ცხოვრობს, წარმოშობით კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილიდანაა. როგორც ის "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, 1995-98 წლებში იყო პარლამენტის წევრი "მწვანეთა პარტიიდან", ამჟამად კი საპატრიარქოში მუშაობს, არის ასევე საპატრიარქოს ფონდის _ "გაამწვანე საქართველოს" ერთერთი დამფუძნებელი.
ლანჩხუთის გამგებლის მოადგილედ დანიშვნას გიორგი ჭყონია "გურია ნიუსთან" უარყოფს და აღნიშნავს, რომ ლანჩხუთის გამგებელს საერთოდ არ იცნობს.
"ძალიან შემაწუხეს, რა! მირეკავენ ნათესავები, ახლობლები. აზრზე არ ვარ, ჭორებია, არ არის სიმართლე, გამგებელთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს," _ ამბობს ჭყონია.
მისივე თქმით, იგი "ქართულ ოცნების" მხარდამჭერია, თუმცა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ყოფილა.