ცოტა ხნის წინ მოულოდნელი დასკვნა გააკეთა სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფმა – მზის სისტემის მოძრაობის სიჩქარე თანდათან მცირდება იმ გაზის მიმართ, რომლითაც შევსებულია ვარსკვლავთშორისი სივრცე.
მონაცემები მიღებულია თანამგზავრ IBEX-იდან (ვარსკვლავთშორისი სივრცის საზღვრების მკვლევარი), რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაუშვეს. ის ძლიერ წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, რომლის აპოგეა 300 ათასი კილომეტრის ტოლია.
ზონდი IBEX აკვირდება ჰელიუმის ნეიტრალურ ატომებს, რომლებიც თავისუფლად იჭრება ჰელიოსფეროში. ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენეს, რომ 2012-2014 წლებში მზის სისტემის მოძრაობის სიჩქარე 22,8 კილომეტრია წამში. მნიშვნელოვნად დიდი სიჩქარე დააფიქსირა 1993 წელს ULYSSES-ის აპარატმა – 26,3 კილომეტრი წამში.
მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, რასთანაა დაკავშირებული მზის სისტემის მოძრაობის ასეთი „შენელება“ ვარსკვლავთშორის სივრცეში. ამაზე უკვე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
სწავლულები არ გამორიცხავენ, რომ სიჩქარეთა შორის სხვაობა შეიძლება იმითაა განპირობებული, რომ მზის სისტემა გალაქტიკის იმ რაიონში აღმოჩნდა, რომლის ვარსკვლავთშორისი სივრცე საკმაოდ განსხვავდება იმ რეგიონის ვარსკვლავთშორისი სივრცისგან, სადაც ჩვენი მნათობი 19 წლის წინათ იმყოფებოდა