ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დღეს ხელსაქმისა და სუვენირების დამზადების სახელობო პროგრამის პირველი ჯგუფის კურსდამთავრებულთა მიერ დამზადებული თექის ნაწარმის გამოფენა მოეწყო.
გამოფენას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჩოხატაურის საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და ადგილობრივი საზოგადოების წევრები.