ახალ 2012 წელს, 19 იანვარს, ოზურგეთში პირველი თოვლი მოვიდა. გამთენიისას პირველი ფანტელები ხშირმა თოვამ შეცვალა და შუადღისას არე-მარე თეთრ სამოსში გაეხვია. ოზურგეთის ცენტრში მდებარე საახალწლო ნაძვის ხეს დასაშლელადაც სწორედ ამ დილით ეწვივნენ “ინდმეწარმე მგელაძის” თანამშრომლები. რა ვქნათ, წესი წესიაო, _ უთხრეს მათ “გურია ნიუსს”.
_ თოვლი ლამაზი და აუცილებელიცაა, თუმცა, ყველაზე ძალიან ამ დილით, გურიის მთებზე მეტად, ამ ნაძვის ხეს დაშვენდა, _ ამბობდნენ პირველი ფანტელებით გახალისებული გურულები.