რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში, ოზურგეთი-ურეკის გზაზე ტრაგედია მოხდა. ავტომანქანა მდინარეში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით დაღუპულია ერთი მამაკაცი, ხოლო მისი თანმხლები ქალბატონი მძიმე მდგომარეობაშია.
დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილი მგზავრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ცხოვრობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და "გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი.