ოზურგეთი- ურეკის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც გვითხრეს, ავტომანქანა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები დ.მ. მართავდა გზაზე მოცურდა და მდინარეში გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმების თქმით, დ.მ. და მისი თანმხლები ქალბატონი, რომლის ვინაობაც ჯერ დაზუსტებული არ არის ადგილზევე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.