ავტორიტეტული ფინანსური ანალიტიკოსი ჯეიმს ჩეინოსი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური კორპორაცია „ენრონის“ კრახი პირველმა იწინასწარმეტყველა, ამტკიცებს რომ მიმდინარე წელს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკას სერიოზული აფეთქებები ელის.
მისი განცხადებით, ამ ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური მონაცემებით შეგნებულად მანიპულირებს. იმ აზრს, რომ წელს ჩინეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი, ბევრი სხვა ექსპერტიც იზიარებს.
თუმცა, ამჟამად მთელი მსოფლიო ჯერჯერობით ჩინეთის ეკონომიკის აღმავლობის მომსწრეა.
ჩეინოსის აზრით, ჩინეთის ეკონომიკა კრედიტების ხარჯზეა ჰიპერინვესტირებული, რაც უახლოეს ხანებში უძრავ ბაზარზე სერიოზულ აფეთქებებს გამოიწვევს.
გაცილებით უარეს პროგნოზს აკეთებს „სოსიეტე ჟენერალის“ ეკონომიკური ექსპერტი ალბერტ ედვარდსი. მისი აზრით, 2015 წელს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის ახალი ტალღა.
ამავე პროგნოზით, ნავთობსა და სხვა საწვავზე ფასების ვარდნა წელსაც გაგრძელდება, რასაც დოლარის კურსის მატება მოჰყვება, ხოლო დაპირისპირებულ ეკონომიკურ ბლოკებს შორის დაძაბულობა გაიზრდება.