ამ წუთებში, ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჩოხატაურში იმყოფება _ იგი ექიმებს ხვდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ურუშაძე მედიკოსებს კომპანია “ადითთან” დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრება.
ამ შეხვედრის შესახებ მედიისთვის არავის უცნობებია _ “გურია ნიუსმა” მინისტრის ვიზიტის შესახებ საკუთარი წყაროებით შეიტყო.
ექიმები ინტერესდებიან, რატომ უგვიანებს მათ “ადითთი” ხელფასებს და რა ბედი ელის გათავისუფლებულ მედპერსონალს.