ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს და ითხოვს, რომ 900 კომლიან სოფელს დასაკავშირებლად ხიდი გაუკეთონ.
დღეს არგვეთისა და სვირის დასახლების მაცხოვრებლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ პრობლემას ადგილზე გაეცნენ.
ცნობისთვის,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტისა და მოსახლეობის შეხვედრა გუშინაც იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ შედგა.
როგორც "გურია ნიუსს" გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან მოისმინეს რა პრობლემის წინაშე დადგებიან ავტობანის არსებული პროექტით გაკეთების შემთხვევაში.
"რამდენიმე დღის შემდეგ შეხვედრა კიდევ შედგება. დღეს წარმომადგენლებმა მოუსმინეს მოსახლეობას. ახლა უნდა გააანალიზონ ყველაფერი და სავარაუდოდ, ჩვენი გადაწყვეტილება რამდენიმე დღში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გაცნობებთ", _ უთხრეს "გურია ნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.
ამავე თემაზე:
ზესტაფონის რაიონის სამი სოფელი ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს
"მიცვალებულის სასაფლაომდე მიყვანა თერჯოლის გავლით მოგვიხდება“
მოსახლეობის პროტესტი: მოვითხოვთ დამაკავშირებელი ხიდის აგებას!