უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით 13 ივნისის ღამეს თბილისში მოსული წვიმის შედეგად, ამ დროის მონაცემები 8 ადამიანია დაღუპული.
დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ისევ ზუსტდება.
ადიდებულმა მდინარე ვერემ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ვოლიერებიდან მტაცებელი ცხოველებია გაქცეული.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.
მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.