თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას BBC-იც ეხმაურება.
მათი ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში დიდი წყალდიდობაა, არის მსხვერპლი და ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების დაჭერას მაშველები ცდილობენ.
დაკარგულ ცხოველებს შორის არიან ვეფხვები, ლომები, დათვები და მგლები. ზოოპარკის თანამშრომელი გარდაცვლილთა შორის იპოვეს.
ჰიპოპოტამი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე იქნა შემჩნეული და მაშველებმა დამაძინებელი ნემსი ესროლეს.
ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თქვა რომ „სიტუაცია ძალიან მძიმეა.“
უცნობია დაკარგული ადამიანების და გაქცეული ცხოველების რიცხვი. ქალაქში სამაშველო ვერტმფრენები დაფრინავენ და საჰაერო სივრციდან ცდილობენ დაკარგულების პოვნას.