თბილისში მიმდინარე მოვლენებს SUNDAY EXPRESS ეხმაურება.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის ქუჩებში სტიქიის შედეგად 10 ადამიანია დაღუპული.ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები კი ცენტრალურ ქუჩებში თავისუფლად დანავარდობენ.
კავკასიის ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში გარეული ცხოველები: მგლები, დათვები, ნიანგი, ლომები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მთელი ღამის მანძილზე გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად წყალი მოვარდა და მათი გალიები დააზიანა.
ერთ-ერთი გაქცეულ პატარა დათვს ფოტო საცხოვრებელი სახლის ფანჯარასთან გადაუღეს.
ქალაქში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვაკე-საბურთალოს რაიონში ფიქსირდება. ვაკეში სვანიძის ქუჩაზე, სადაც მდინარე ვერე მიედნება, 3 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, 20-ზე მეტი ოჯახი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.