(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის საკრებულოში შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ორგანიზების დროებითი კომისია, რომელსაც საკრებულოს წევრი, გოჩა ჯანაშია უხელმძღვანელებს.
18 იანვარს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის წევრები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნდა განეხილათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ომებში დაღუპულ ლანჩხუთელ ჯარისკაცთა მემორიალის დადგმის ადგილი და გამოეცხადებინათ კონკურსი გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად. გოჩა ჯანაშიამ განმარტა, რომ კონკურსი ჩატარდება, რომლის პირობები პრესაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გამარჯვებულს გამოავლენს საგანგებო კომისია, რომელიც საკრებულოს წევრებითა და სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული.
ჯერჯერობით, მემორიალის დასადგმელად არც ადგილია შერჩეული და არც სამუშაოების ჩასატარებელი თანხებია განსაზღვრული.
კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა 25 იანვრისთვის ჩაინიშნა.