გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა.
" ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;
გ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა" _ წერია პრეზიდენტის ბრძანებაში.