"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სტიქიით დაზარალებული ახალდაბიდან მოსახლეობა ვერტმფრენებით გამოიყვანა", _ ინფორმაცია ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიაწოდა.
ამ დროის მონაცემებით, სტიქიის შედეგად, დაღუპულია 12 და დაკარგულია 24 ადამიანი, რომელთა ძებნის ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.