https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ანდრია ურუშაძის ჩუმი ვიზიტი ჩოხატაურში

2:01; 23.01.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხელისუფლებამ ამ საკითხის მოგვარების პირობა ბევრჯერ დადო, თუმცა, პრობლემა პრობლემა რჩება _ ჩოხატაურელ ექიმებს დეკემბერ-იანვრის ხელფასები ახლაც არ აქვთ მიღებული.

“გურია ნიუსი” ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს რამდენჯერმე დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ურუშაძის კომენტარი მას შემდეგ გამოგვიგზავნა, რაც მინისტრს მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნეთ:

_ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან “ადითი” კერძო კომპანიაა და ჩვენ მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გვაქვს. თუმცა, არ უარვყოფ, რომ ჩოხატაურის საავადმყოფოში პრობლემებია. ვფლობთ ყველა ინფორმაციას და იანვრის ბოლომდე ეს საკითხი მოგვარდება, _ ასეთი იყო მინისტრის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით და ასე ეწერა გაზეთშიც (იხ. გურია ნიუსი, #1). თუმცა, 19 იანვარს, ჩოხატაურის საავადმყოფოში მყოფმა ურუშაძემ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენ გაზეთში სხვა რამე გვეწერა(?!):

_ თქვენ დაწერეთ, ურუშაძემ გვითხრაო და მე პირადად თქვენთან არ მისაუბრია…

_ ჩვენ დავწერეთ, რომ ეს იყო თქვენი კომენტარი, რომელიც თქვენივე პრესსამსახურმა მოგვაწოდა თქვენივე სახელით, მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხეთ და სმს მოგწერეთ, რომ თქვენივე უწყების წარმომადგენლებისთვის სიტუაცია განგემარტათ…

_ ჰო, ეგ პრესსამსახურმა კი გითხრათ მაგრამ… _ მინისტრმა “გურია ნიუსთან” საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და არც იმ კითხვაზე გვიპასუხა, სანამდე უნდა გაგრძელდეს დაპირებები, რომლითაც ყველა თვეში კვებავენ ექიმებს.

ხელისუფლება კლინიკებს მხოლოდ სატელევიზიოდ ხსნის, პრობლემებზე საუბრისას კი მათი კერძო მფლობელობა ახსენდება.

აღსანიშნავია, რომ სხვა მედია საშუალებისგან განსხვავებით, ურუშაძის სტუმრობა “გურია ნიუსს” არავინ შეატყობინა. მინისტრის ვიზიტის შესახებ ჩვენ საკუთარი წყაროსგან შევიტყვეთ.

ურუშაძე ჩოხატაურს, გუბერნატორთან ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად, 19 იანვრის საღამოს ესტუმრა და ექიმებს საავადმყოფოს დარბაზში შეხვდა. საავადმყოფოს 86 თანამშრომლიდან, შეხვედრაზე 15-მდე მედიკოსი იმყოფებოდა. საავადმყოფოს დირექტორის, თემურ კოროშინაძის თქმით, მინისტრის სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ყველა ექიმი ფლობდა, თუმცა, მათი ნაწილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა:

_ რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, მაგრამ უამინდობის გამო, ჩოხატაურის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა პერსონალმაც კი ვერ შეძლო მოსვლა. თუმცა, მიმაჩნია რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის იყო, რომ მინისტრი ჩამობრძანდა და ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კოროშინაძემ.

შეხვედრაზე ექიმები ურუშაძეს იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რაც მათ ებრაული კომპანიის _ “ადითის” შემოსვლის შემდეგ შეექმნათ. რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების შესახებ მინისტრის პასუხი მხოლოდ დავალიანების გაცემის დაპირება იყო.

მინისტრის განმარტებით, პრობლემები ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა, სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება(?!). მისივე თქმით, სახელფასო დავალიანება როგორც ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე ლანჩხუთის საავადმყოფოს თანამშრომლებსაც დაურიგდებათ, რომლებიც “ადითს” იგივე მდგომარეობაში ჰყავს.

მინისტრი დეტალურად დაინტერესდა საავადმყოფოს შემოსავლებით, იმით, თუ რამდენი ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაცია ტარდება თვის განმავლობაში, რამდენ მშობიარეს იღებს საავადმყოფო და რამდენი ორსული ჰყავთ აღრიცხვაზე.

ანდრია ურუშაძემ ექიმებთან საუბრის შემდეგ, საავადმყოფო დაათვალიერა. მინისტრის ჩქარ ტემპს ექიმებმა ფეხი ვერ აუწყვეს და დანანებით ჩაილაპარაკეს, ეს პრეზიდენტის ფეხზეა აწყობილი და ჩვენ რას დავეწევითო.

ექიმების ნაწილი შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ურუშაძეს პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზა არ დაუსახელებია. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც იყო დაპირებები, რომლებმაც ბევრს იმედები ჩაუსახა. ჩვენთან საუბრისას ექიმი ნატო კიკვაძე ამბობს, რომ ურუშაძემ მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა:

_ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მინისტრმა არ იცოდა, ჩვენ რომ ასეთი დაბალი ანაზღაურება გვქონდა. ისე, ძალიან მომეწონა მინისტრი, ეტყობა, ძალიან განათლებულია, ჩვენს პრობლემას კარგად იცნობს. ვფიქრობ, კარგად იცის, რა სიტუაცია შექმნა “ადითმა” ჩვენთან, რეგიონებში. მაგრამ არ იცოდა, რომ დაბალი ანაზღაურება გვაქვს და ჩვენ ეს გარკვევით ვუთხარით.

_ შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი დაინახეთ?

_ მან თქვა, რომ ამას განიხილავს. “ადითი” კერძო კომპანიაა და აქტიური ჩარევის უფლება სახელმწიფოს არ აქვს. ნამდვილად ჩვენს გვერდით არის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, რომელიც არაერთხელ იყო ჩვენთან, ჩვენც ვიყავით მასთან. აქტიური ჩარევა ვერ ხდება იმის გამო, რომ ეს კერძო კომპანიაა, მან უნდა განახორციელოს ინვესტიცია ჩვენს დაწესებულებაში და მოგებაზე უნდა იმუშაოს. დღემდე რომ არაფერი არ გაუკეთებია ამ ინვესტორს, ძალიან კარგად იციან მაგათმა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თუ “ადითი” გააგრძელებს მუშაობას, აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. თუ არ გააგრძელებს, როგორც გვითხრეს, ამას ის კომპანია გააკეთებს, რომელიც მოვა _ ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენება. ჩვენ გვეშინოდა, რომ ახალი კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში, ჩოხატაურში დარჩებოდა მხოლოდ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, თუმცა, მინისტრმა და გუბერნატორმა დაგვამშვიდეს და გვითხრეს, რომ ოზურგეთის და ლანჩხუთის მსგავსად, აქაც იქნება საავადმყოფო ყველა იმ სერვისით, როგორითაც დღეს არის, _ აღნიშნა კიკვაძემ.

მინისტრთან შეხვედრას ექიმი ვახტანგ გაჩეჩილაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, არც მინისტრი და არც გუბერნატორი სამუშაო ფორმაში არ იმყოფებოდნენ:

_ მინისტრის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია არსებობდა, თუმცა, ზუსტი თარიღი ცნობილი არ იყო, 19-ში ანდრია ურუშაძის ჩამოსვლას არავინ ელოდებოდა, ამიტომაც იყო, რომ დარბაზში ცოტანი ვიყავით. თემურ კოროშინაძემ ვისაც ხმა მიაწვდინა და ვინც ცუდ ამინდში მოსვლა შეძლო, ყველა მოვიდა. ამ შეხვედრის ინტერესი დიდი იყო. პირადად მე, არ ვარ საავადმყოფოს თანამშრომელი, მაგრამ როგორც ექიმს, მაინტერესებდა მინისტრის პოზიცია. ერთ რამეში ნამდვილად დავრწმუნდი _ ხელისუფლება ვერანაირ შემთხვევაში ვერ ჩაერევა კომპანიის შიდა საქმიანობაში _ ეს არის საშტატო განრიგები თუ სახელფასო დავალიანებები. მინისტრის განმარტებით, მას და ეკონომიკის სამინისტროს აქვთ ბერკეტი, რომ თუ კომპანია ვერ შეასრულებს იმ ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ძირითადად აისახება ინვესტიციებსა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე, საჯარიმო სანქციების შემდეგ, შეუძლიათ გაწყვიტონ კონტრაქტი. მაგრამ მხოლოდ საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით. ასე რომ, “ადითის” წასვლის მოლოდინი არ მართლდება, მიუხედავად იმისა, რომ მართლა გასაგდებია ეს კომპანია. აღსანიშნავია ისიც, რომ მინისტრი ჩოხატაურში ურეკიდან მოვიდა, სადაც დაგეგმილ შეხვედრაზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ქართული ტრადიციის მიხედვით, სადილის შემდგომ ჩამოვიდნენ ჩვენთან ის და გუბერნატორი, რომლებიც სამუშაო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფებოდნენ.

_ გინდათ თქვათ, რომ ნასვამები იყვნენ?

_ მე ქართული ტრადიციების მოყვარული ვარ _ სტუმარს პატივი უნდა სცე, მაგრამ სასურველი იქნებოდა, შეხვედრა მანამდე მომხდარიყო, _ დასძინა გაჩეჩილაძემ.

გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სისულელეა:

_ სულ არ ვიცი, ვინ არის გაჩეჩილაძე. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რა სისულელეა?! _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

თუმცა, შეხვედრაზე მყოფმა ექიმებმა, ჩვენთან საუბრისას, იმ პირობით თუ მათ ვინაობას არ გავამხელდით, აღნიშნეს, რომ მინისტრიც და გუბერნატორიც ნასვამები იყვნენ.

ვიზიტის ბოლოს, ანდრია ურუშაძემ ჩოხატაურის ცენტრში, გუდავაძის მშენებარე კლინიკა მოინახულა. შენობით მინისტრი კმაყოფილი დარჩა, თუმცა, მცირე შენიშვნები გააკეთა და აღნიშნა, რომ საავადმყოფოს სტანდარტები ცოტა განსხვავებულია და მფლობელს შენობის გადაკეთება ურჩია. ურუშაძე არ დაინტერესებულა, აქვს თუ არა პრობლემები მამული გუდავაძეს, რომელიც კლინიკას საკუთარი სახსრებით აშენებს და რომელსაც ხელისუფლება არ ეხმარება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ალილო" და ლათინური ფართი გურიაში

საკადრო ცვლილებები ჩოხატაურში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო