https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გარდაცვალების შემდეგ დაწერილი წერილი

2:01; 24.01.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

2005 წლის 2 ივნისს, 1975 წელს დაბადებულ ზურაბ ცინცაბაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეეჩერებინათ და არ მიეცათ მისი ყოფილი მეუღლის _ მაკას სახლში დანაშაულის ჩადენის საშუალება (ძალადობა და სხვისი საკუთრების დაზიანება). 2005 წლის 6 ივნისს, ცინცაბაძე რუსთავის #1 საპყრობილიდან ხონის #9 საპყრობილეში გადაიყვანეს.

2005 წლის 30 სექტემბერს, ზურაბ ცინცაბაძე ციხის საკუჭნაოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საკუჭნაო იზოლირებული ოთახი იყო, სადაც პატიმართა ნივთები ინახებოდა. საქმის მასალების თანახმად, მასში შეღწევა შეიძლებოდა რკინის კარის გავლით, რომელსაც საკეტი დაზიანებული ჰქონდა. შენობის წინა მხარეს, კედელში იყო ორი _ ნახევრად მინით და ნახევრად პლასტმასით დაფარული ფანჯარა, საკუჭნაოს ჭერის სიმაღლე 2.20 სმ იყო.

საქმის მასალებში მითითებულია, რომ ის თოკი, რომლითაც პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო, ციხის უფროსის ერთ-ერთმა მოადგილემ, გამომძიებელს გადასცა. ამავე გამომძიებელმა, საკუთარი ოფისიდან მოიტანა ერთი წყვილი ფეხსაცმელი და განაცხადა, რომ ეს ფეხსაცმელი აღმოჩენილი იყო შემთხვევის ადგილას. გამომძიებელმა ფეხსაცმელი და თოკი დაილუქა, თუმცა, არ დაულუქავს ორი სკამი, რომელიც გარდაცვლილის ფეხებქვეშ იპოვეს. გარდაცვლილის ჯიბეში ნაპოვნი სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და ტკივილგამაყუჩებელი აბი, რომელიც ასევე დაილუქა. გვამის ვიზუალური დათვალიერება მოხდა ციხის თერაპევტის კაბინეტში.

_ გვამს კისერზე აღენიშნებოდა ჩამოხრჩობის კვალი და ძველი ჭრილობებისგან დარჩენილი ნაიარევები. სხეულზე სხვა დაზიანება აღმოჩენილი არ ყოფილა, _ წერია საქმის მასალებში.

გამომძიებელმა, ოქმში, ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე მიუთითა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა დაზიანების რეალური რისკი და რომ ზურაბ ცინცაბაძის გვამი უნდა გადატანილიყო სასამართლო ექსპერტიზისთვის შესაფერის ადგილას.

კრიმინალისტიკის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით, პატიმრის სიკვდილი თოკზე დაკიდებით გამოწვეული მექანიკური ასფიქსიის შედეგად მოხდა. დასკვნის თანახმად, “ხრჩობის შედეგად მიღებული დაზიანებების გარდა, კისრის არეში სხვა დაზიანებები ნაპოვნი არ ყოფილა”.

ცინცაბაძის მამას, შვილის გარდაცვალება ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა. ქუთაისის პროზექტურაში მისულ მამას, სასამართლო ექსპერტიზა ჩატარებული დახვდა. სახლში მისვენებულ პატიმარს კი დედ-მამამ შეამჩნია, რომ თავის ქალის მარცხენა მხარე ჩამსხვრეული ჰქონდა და რადგანაც ამ ადგილას თმა არ იყო გაპარსული, დაასკვნეს, რომ ეს დაზიანება არ იყო მიყენებული სიკვდილის შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზის დროს. შეხებით ისინჯებოდა თავის ფორმის დეფორმაცია და აღენიშნებოდა ამობერილობები, კისერზე შესამჩნევი იყო სისხლჩაქცევა, ყბის ნაწილი გასიებული ჰქონდა და ეტყობოდა მოტეხილობა; სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა კისრის ძვალთანაც, რომელიც ასევე მოტეხილი უნდა ყოფილიყო. მარცხენა მკლავი მთლიანად დაფარული იყო სისხლჩაქცევებით; ზურგზე, თირკმლის მიდამოებსა და ხელებზე აღენიშნებოდა მკაფიო სისხლჩაქცევები. გარდაცვლილს მკაფიო სისხლჩაქცევები ჰქონდა აგრეთვე სათესლე ჯირკვლების გარშემო.

2005 წლის 4 ოქტომბერს, ზურაბ ცინცაბაძის დედამ გამომძიებელს შვილის გვამის დამატებითი და ობიექტური ექსპერტიზის ჩატარება მოსთხოვა.

გამოძიების დროს, დაიკითხა ციხის რამდენიმე პატიმარი. ერთ-ერთი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახლებთ და მოვიხსენიებთ, როგორც X, ამბობდა, რომ გარდაცვლილს ციხეში კონფლიქტი არავისთან ჰქონია; მას არავინ ურეკავდა და არც სანახავად მიდიოდა ვინმე და რომ, ცინცაბაძეს ძალიან აწუხებდა პირადი პრობლემები ყოფილ მეუღლესთან _ მაკასთან დაკავშირებით. აგრეთვე ჰყვება, რომ გარდაცვლილს ჰქონდა მრავალი ნაიარევი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

გარდაცვლილის დედის დაკითხვის ოქმში კი აღნიშნულია, რომ იგი ურეკავდა შვილს, როცა შეეძლო. ერთ-ერთი საუბრის დროს, ვაჟმა მას სთხოვა 50 ლარის გაგზავნა, საიდანაც 10 ლარი იყო სიგარეტის ფული, ხოლო დანარჩენი უნდა შეეტანა “ობშიაკში”. იმის გამო, რომ თავად დედა იმ პერიოდში ავად იყო, ცინცაბაძეს აღნიშნული თანხა დამ გადაურიცხა. ამის შემდეგ, ცინცაბაძემ რამდენჯერმე დაურეკა დეიდას და სთხოვა ფული _ 30-დან 40-ლარამდე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან დეიდას უთხრა, რომ თუ 10 ლარს არ მიიღებდა, თავს მოიკლავდა. დეიდამ მას აღნიშნული თანხა გაუგზავნა.

2005 წლის 8 ოქტომბერს, გარდაცვლილის მშობლების თხოვნით, ჩატარდა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც მათი ორი და სახალხო დამცველის სამსახურის ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის კისერზე არსებული ჩამოხრჩობის კვალის ახლოს, ექსპერტებმა აღმოაჩინეს დაზიანება 4.5 სმ. 3 სმ.-ზე, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. დაზიანება აღწერილი იყო როგორც უმნიშვნელო და სიცოცხლისათვის არასახიფათო. სხეულზე სხვა დაზიანებები არ იყო აღმოჩენილი. სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის ტვინის, გულისა და ფილტვების ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ განმცხადებლის ვაჟის სიკვდილის მიზეზი იყო ჩამოხრჩობით გამოწვეული მექანიკური ასფიქსია.

2005 წლის 29 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ უცნობი პირისა თუ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც ზურაბ ცინცაბაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს (სსკ-ის 115-ე მუხლი). გარდაცვლილის მშობლები ითხოვდნენ დადგენილიყო, ვინ მიიყვანა მათი შვილი თვითმკვლელობამდე, რატომ არ შეატყობინა ციხის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მშობლებს შვილის გარდაცვალების შესახებ და რატომ დაუშვეს, რომ ეს ქმედება პატიმარს ჩაედინა. აგრეთვე, რატომ არ შეატყობინეს და არ მიიწვიეს შვილის გვამის ექსპერტიზაზე დასასწრებად. დედამ ასევე მოითხოვა იმ გარემოების განმარტება, თუ როგორ შეეძლო მის შვილს საკუჭნაოში შესვლა, რადგანაც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პატიმრებს ჩაკეტილ შენობაში შესვლა ბადრაგის გარეშე არ შეუძლიათ.

2005 წლის 10 ნოემბრის წერილით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადასცა ხელით დაწერილი ბარათი, რომელიც ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა იმ ოთახში იპოვა, სადაც 2005 წლის 1-3 ოქტომბერს ექსპერტიზა მიმდინარეობდა. ამ წერილში ავტორი ადრესატს, სახელად ნინოს, ეუბნებოდა, რომ ის ამ ქმედებას ჩადიოდა სიყვარულის დასამტკიცებლად, რაშიც მას (ნინოს) ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა. ავტორი კიცხავდა ქალს მისი მიტოვებისთვის სწორედ მაშინ, როცა იგი მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ის მას (ნინოს) ბრალს სდებდა, რომ ატყუებდა, თითქოს რუსეთში წავიდა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში, ის თურქეთში გაემგზავრა და თავისი სიკვდილის შემდეგ, ბედნიერებას უსურვებდა. წერილს ზურაბ ცინცაბაძის სახელი ეწერა. ასევე დასმული იყო თარიღიც _ 2005 წლის 28 ოქტომბერი.

საქმის მასალების მიხედვით, წერილი იპოვეს პროზექტურის მაცივარში და აღნიშნული იყო, რომ ვინაიდან წერილი ცინცაბაძემ დაწერა, ის შესაბამის საქმეში ჩასადებად იქნა გადაცემული. დაკითხვისას, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა, 2005 წლის 21 ნოემბერს განაცხადა, რომ თვეში ორჯერ ან სამჯერ მას მაცივრის ოთახი უნდა დაესუფთავებინა, სადაც გვამები ინახებოდა. 2005 წლის 8 ნოემბერს, ჩვეულებრივი დასუფთავების დროს, მან კუთხეში, პოლიეთილენის პარკში გახვეული, 2005 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული წერილი იპოვა.

2005 წლის 22 ნოემბერს, საოლქო პროკურორმა საქმე დახურა მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. მან დაასკვნა, რომ ცინცაბაძის თვითმკვლელობა არ იყო იმგვარი მუქარის ან ფიზიკური ზეწოლის შედეგი, რომელიც მას თვითმკვლელობამდე მიიყვანდა. ამასთანავე, 2005 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც “გარდაცვლილის ტანსაცმელში” იპოვეს, პროკურორის გადაწყვეტილებით, ადასტურებდა იმას, რომ მან, სიყვარულის გამო, თავი მოიკლა 2005 წლის 30 სექტემბერს, 20:30 საათზე. ფაქტი, რომ წერილის ბოლოს მითითებული თარიღი პატიმრის გარდაცვალების შემდგომი იყო, აიხსნა იმით, რომ მას წერილის დაწერისას თვეები აერია.

ცინცაბაძის დედამ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და ამტკიცებდა, რომ ოფიციალურმა პირებმა მისი შვილის სიკვდილი თავიდანვე თვითმკვლელობად დააკვალიფიცირეს და ციხის ადმინისტრაციამ მტკიცებულება გაანადგურა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ არ შეფასებულა დაზიანება, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღმოაჩინა გარდაცვლილის ყელზე, ჩამოხრჩობით გამოწვეული ნიშნის გვერდით; რომ მხოლოდ სამი საგანი აღმოაჩინეს მისი შვილის ტანსაცმელში მისი სიკვდილისთანავე; რომ არ ჩატარებულა ხელნაწერის ექსპერტიზა 2005 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით.

_ წარმოუდგენელია იმის ფიქრი, რომ პატიმარს, რომელიც საათებსა და დღეებს ითვლიდა გათავისუფლებამდე, შეეშლებოდა ის თარიღი, რომელიც ნაპოვნ წერილშია მითითებული, _ აღნიშნულია ცინცაბაძის დედის ჩვენებაში.

2006 წლის 9 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა და რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამორიცხული იყო დანაშაულის არსებობა. გარდაცვლილის დედამ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა და თავისი არგუმენტები ხელახლა წამოაყენა. მან დამატებით განაცხადა, რომ გვამები მაცივარში ყოველთვის შიშველ მდგომარეობაში თავსდებოდა. ამგვარად, გამორიცხული იყო, რომ 2005 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული წერილი მისი შვილის ტანსაცმლიდან ამოვარდნილიყო. მისივე თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი შვილი თანაპატიმრებმა მოკლეს რუსთავის #1 საპყრობილეში მყოფი მისი ერთ-ერთი თანაპატიმრის ბრძანებით და მოითხოვა ამ საკითხის გამოძიება.

2006 წლის 3 აპრილს, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პატიმარი X კიდევ ერთხელ დაკითხა, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩვენება მისცა. ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ხონის საპყრობილეში პატ¬იმრების მიმართ “ზედამხედველობა” ხორციელდებოდა, განსაკუთრებით კი იმ კუთხით, რაც “ობშიაკში” შესატან თანხას უკავშირდებოდა, მთავარი “მაყურებლის”, ვ.თ-შვილის მიერ, რომელიც ადრე პოლიციელი იყო და სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

_ “ცინცაბაძემ 80 ლარი ისესხა “ობშიაკიდან”, რითაც მეორე პატიმრისგან მობილური ტელეფონი “Ericsson T-10” იყიდა. თუმცა, იმის გამო, რომ ვალის გადახდა ვერ შეძლო, იგი მუქარასა და შეურაცხყოფას იღებდა. ამგვარად, ის ადრე ორჯერ სცემეს ვ.თ.-შვილმა და ზ.ლ-იანმა _ ხონის საპყრობილის მეორე “მაყურებელმა”, ასევე ა.ბ-იამ, მეტსახელად “დიზელას” ეძახდნენ,” _ აღნიშნულია X-ის ჩვენებაში.

მისივე თქმით, ის პირადად იყო პირველი ცემის მოწმე და ამ ფაქტის დადასტურება კიდევ ორ სხვა პატიმარს შეეძლო. რაც შეეხება თვითმკვლელობის დღეს, X-ის ჩვენებით, მან დაინახა ვ.თ-შვილი, ზ.ლ-იანი და “დიზელა”, რომლებმაც განმცხადებლის შვილი “კუტოკში” (ადგილი საქმეების გასარჩევად და მოსაგვარებლად) შეიყვანეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, მან დაინახა, რომ აღნიშნული პირები ოთახიდან გამოვიდნენ და ცინცაბაძეს მოათრევდნენ, რომელიც გონდაკარგული იყო. მათ ის საპარიკმახეროს ფანჯარაში გადაათრიეს საკუჭნაოს მიმართულებით, სადაც, რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე ზ.ლ-იანმა, თ.კ-აძესთან ერთად, იგი ჩამომხრჩვალი “იპოვეს” და ყვირილი დაიწყეს.

X პატიმარმა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს განუმარტა, რომ მას უნდოდა, რაღაც გაემხილა გარდაცვლილის მამისთვის, როცა ის მოვიდა ცხედრის წასაღებად 2005 წლის 1 ოქტომბერს, მაგრამ მას უკვე ამ დროისთვის ახლო ზედამხედველობას უწევდა ვ.თ-შვილი _ მთავარი “მაყურებელი”.

გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა მან ყველა ეს ფაქტი წინა დაკითხვის დროს, X-მა განაცხადა, რომ ხონის საპყრობილეში მას იმ “მაყურებლების”ეშინოდა, რომლებმაც ცინცაბაძე მოკლეს. მან ასევე კატეგორიულად დასძინა, რომ მისი ახლანდელი განცხადება სიმართლე იყო და ამას ნებაყოფლობით აცხადებდა.

ამ ჩვენების შემდეგ, დაიკითხნენ ე.წ. მაყურებლები, თუმცა მათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი უარყვეს.

ამ საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო. X-მა გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრის დროსაც დაადასტურა.

2006 წლის 13 ივლისს, სახალხო დამცველმა საოლქო პროკურორს წარუდგინა პატიმრებთან მისი შეხვედრების ანგარიში და მოითხოვა, “სახალხო დამცველის შესახებ კანონის” 21(3) ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

2006 წლის 9 აგვისტოს წერილით, საოლქო პროკურატურამ, 2005 წლის 22 ნოემბერს საქმის დახურვის შესახებ ორდერი გასცა, სახალხო დამცველს კი უპასუხა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძვლები არ არსებობდა.

ცინცაბაძის დედამ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყველა ინსტანციას მიმართა, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა. შვილმკვდარი დედის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე, გარდაცვლილის დედამ გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ მისი შვილი ციხეში მოკლეს, ხოლო მკვლელობა თვითმკვლელობად შეინიღბა და რომ ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს ამ საქმეზე ადეკვატური გამოძიების გახორციელება. მთავრობამ გააპროტესტა აღნიშნული არგუმენტი, აღნიშნავდა რომ ცინცაბაძემ ციხეში თავი მოიკლა და სახელმწიფო ამისთვის პასუხისმგებელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან შესაბამის უწყებებს ამ ტრაგიკული მოვლენის გათვალისწინება არ შეეძლოთ. მთავრობამ განაცხადა, რომ ზურაბ ცინცაბაძეს არასოდეს შეუტყობინებია ციხის ადმინისტრაციისთვის თანაპატიმრების მხრიდან რაიმე არასათანადო მოპყრობის შემთხვევის ან რაიმე სხვა მღელვარების შესახებ, რასაც ის, სავარაუდოდ, განიცდიდა ციხეში.

სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან დაუცველნი და სახელმწიფო უწყებებს ევალებათ მათი დაცვა. შესაბამისად, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დაპატიმრების მომენტში კარგია, ხოლო გამოშვების მომენტში კი მას დაზიანებები აღენიშნება, სახელმწიფო ვალდებულია, დამაჯერებელი ახსნა-განმარტება წარმოადგინოს ამ დაზიანებების გამომწვევ მიზეზთა შესახებ. სახელმწიფო უწყებების ვალდებულება, პასუხი აგონ თავისუფლების აღკვეთის ქვეშ მყოფ ადამიანთა მიმართ მოპყრობაზე, კიდევ უფრო მძაფრდება ამ ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საგამოძიებო ღონისძიება იგივე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გახორციელდა, ხოლო გამოძიების შედეგები პირდაპირ იქნა დამოწმებული სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ, საკუთარი დამატებითი გამოძიების გარეშე საქმის დახურვის მიზნით.

ევროპული სასამართლოს აზრით, ეს ინსტიტუციური კავშირი გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის კანონიერ ეჭვს ბადებს. გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ანალიზი ავლენს რამდენიმე სერიოზულ დარღვევას. უფრო კონკრეტულად კი, ადგილი, სადაც ზურაბ ცინცაბაძის გვამი აღმოაჩინეს, არ იქნა დალუქული გამომძიებლების მოსვლამდე, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 333-ე მუხლისა და 335-ე მუხლის მოთხოვნას.

სტრასბურგის სასამართლო “განსაკუთრებით შეძრა იმ ფაქტმა, რომ ციხის თანამშრომლებს, რომლებიც ლოგიკურად შესაძლოა, ჩარეული ყოფილიყვნენ ამ ავბედით მოვლენაში, უფლება ჰქონდათ, გარდაცვლილისთვის გაეხადათ ფეხსაცმელი, გაეჩხრიკათ მისი ჯიბეები და შემთხვევის ადგილიდან გაეტანათ ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა სკამები და საბნისგან გაკეთებული თოკი, რომლის მეშვეობითაც პატიმარმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. სამწუხაროა, რომ მოსარჩელის არაერთი საჩივრის მიუხედავად, საგამოძიებო, პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებმა შესაბამისად, ვერ გაითვალისწინეს ეს მნიშვნელოვანი პროცედურული შეუსაბამობა”.

სასამართლო იმ ფაქტსაც აქცევს ყურადღებას, რომ ციხის პერსონალის მიერ ადგილზე აღმოჩენილი სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, გამომძიებელმა გაუგებარი მიზეზის გამო არ დალუქა სკამები, რომელიც, სავარაუდოდ, ჩამომხრჩვალი პატიმრის ფეხების ქვეშ იყო და რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.

სასამართლო ასევე “გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ, განმცხადებლის თქმით, გამომძიებლებმა არ აიღეს თითების ანაბეჭდები სკამებიდან, ბოქლომიდან, კარებიდან ან საკეტიდან, რათა შეედარებინათ გარდაცვლილის ანაბეჭდებისთვის. სამწუხაროა, რომ საოლქო პროკურორის ნათელი და გამოსადეგი ინსტრუქციის მიუხედავად, სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თავი არ შეიწუხა, გამოევლინა და დაეკითხა ხონის ციხის დაცვის თანამშრომელი, რომელიც 2005 წლის 30 სექტემბრის ღამეს მორიგეობდა, ზედამხედველობდა საწყობს და შესაბამისად, შეეძლო, მიეცა ჩვენება, როდის და ვისთან ერთად შევიდა პატიმარი ამ ოთახში”.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, “გამოძიების კიდევ ერთ სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს ის, რომ სსსკ-ის 336-ე მუხლის მიხედვით, არც განმცხადებელს, არც მის ყოფილ მეუღლეს წინასწარ არ ეცნობათ გამომძიებლის გადაწყვეტილების შესახებ შვილის სხეულის ექსპერტიზის შესახებ. განმცხადებლის ასეთ მნიშვნელოვან საგამოძიებო პროცედურაში ჩაურთველობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, რომ, როგორც დაზარალებულად ცნობილ მხარეს, თავისი უფლებები გამოეყენებინა. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი ჩართულობა გამოძიების პროცესში მინიმუმამდე დაიყვანა, რაც ეჭვქვეშ აყენებს დასკვნის სანდოობას”.

რაც შეეხება გარდაცვალებისშემდგომ დათარიღებულ ბარათს, რომელიც გამოძიებამ თვითმკვლელობის ყოფილი ცოლის სიყვარულის საფუძველზე ჩადენის მოტივად გამოიყენა, სტრასბურგის “სასამართლო თვლის, რომ ამ მტკიცებულების სანდოობა მცირეოდენ კრიტიკასაც ვერ უძლებს. უპირველეს ყოვლისა, წერილი გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ, 2005 წლის 30 სექტემბრის შემდეგი თარიღით იყო დათარიღებული და გამომძიებლის განმარტება, რომ გარდაცვლილს “უდავოდ” შეეშალა თვე, მხოლოდ ვარაუდია. ასევე, კიდეც რომ დაშვებულ იქნას თარიღის შეშლის მოსაზრება, შეუსაბამოა ვიფიქროთ, რომ პატიმარს დაავიწყდა თავისი ყოფილი მეუღლის სახელი და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მისი სიყვარულით ის თვითმკვლელობამდე მივიდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ყოფილი მეუღლის სახელი იყო მაკა, ხოლო სავარაუდო წერილი კი ვინმე ნინოს სახელზე იყო დაწერილი. თუ წერილი განმცხადებლის მეგობარ ნინოს ეძღვნებოდა, რომელიც, როგორც ითქვა, თანხას უგზავნიდა განმცხადებლის შვილს ციხეში, მაშინ გაუგებარია, გამომძიებელი რატომ არასოდეს მივიდა ამ ქალბატონთან და არ გამოარკვია მათ შორის არსებული ურთიერთობა… გამომძიებლებმა არც იმის შემოწმებაზე შეიწუხეს თავი, თუ რამდენად შესაძლებელი იყო გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლიდან ამოვარდნილი წერილი მთელი თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გდებულიყო მორგის მაცივარში, 2005 წლის 1-3 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე, მაშინ, როცა მაცივარი პროცედურის მიხედვით, თვეში 2-3-ჯერ იწმინდებოდა”, _ აღნიშნულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში., რომელმაც დაასკვნა, რომ “განმცხადებლის შვილის სიკვდილის საქმის გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, ობიექტური ან ეფექტური”.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ცინცაბაძის ოჯახისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო 4 047 ევრო _ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20 სექტემბერი, 2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19 სექტემბერი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18 სექტემბერი, 2026

ერთი ონკანი და ერთი საპირფარეშო _ 28 ოჯახს!

"ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე _ მე და ევგრაფ შევარდნაძე!"

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო