უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი, რომელთაგან დადგენილია 12 ადამიანის ვინაობა.
ასევე, ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახალგაზრდა ქალბატონის იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
სტიქიის შედეგად დაიღუპნენ:
1. ნინა რუბენის ასული ფილიშვილი, დაბ: 12.10.1971 წ. მცხ: სვანიძის ქ. 11;
2. ჟანა ეგიზაროვა, დაბ: 27.10.1967 წ. მცხ: სვანიძის ქ. 11;
3. სვეტლანა ანდროს ასული ეგიზაროვა, დაბ: 07.04.1948 წ. მცხ: სვანიძის ქ. 11;
4. ლიანა ანდროს ასული ეგიზაროვა, დაბ: 16.07.1950 წ. მცხ: სვანიძის ქ. 11;
5. ინდირა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ: 1992 წ. მცხ: ხობი, სოფ. მეორე გურიფული, წმინდა გიორგის ქ. 1;
6. ნატა ნიკოლოზის ასული ნინაშვილი, დაბ: 31.01.1973 წ. მცხ: ყვარელი, სოფ. ახალსოფელი, მე–8 ქ. N 8;
7. ნუგზარ ზურაბის ძე ბუაძე, დაბ: 11.11.1979 წ. მცხ: ლიბანის ქ. 5, ბ. 63;
8. ნანა ალექსის ასული შუტკოვა, დაბ: 16.08.1955 წ. მცხ: თბილისი III მასივი X კვ. "ა" კორ., ბ. 16;
9. მალხაზ შოთას ძე ჭიტაძე, დაბ: 12.06.1956 წ. (აღმოჩენილია ზოოპარკის ტერიტორიაზე);
10. გულიკო გურამის ასული ჭიტაძე, დაბ: 13.09.1958 წ. (აღჩენილია ზოოპარკის ტერიტორიაზე);
11. გივი ვალერიანის ძე დვალი, დაბ: 23.01.1938 წ. (აღმოჩენილია ზოოპარკის ტერიტორიაზე)
12. გურამ გიორგის ძე პეტრიაშვილი, დაბ: 09.08.1953, მცხ: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ასევე გაავრცელებს ინფორმაციას დაკარგული პირების თაობაზე.