საფრანგეთში უძველესი ტაძარი იწვის. ტაძარში ცეცხლი დილის მესის მიმდინარეობისას გაჩნდა.
BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლმა ტაძრის სახურავის სამი მეოთხედი ნაწილი უკვე დააზიანა. ხანძრის გამო ტაძარში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის უცნობია ტაძარში ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ქალაქის პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი შესაძლოა, ეკლესიაში შედუღებითი სამუშაოების შედეგად გაჩნდა.
სოციალურ მედიასა და "ტვიტერში" გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ ამოდის კვამლი ბაზილიკის სახურავიდან.
ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.