გუშინ უშედეგოდ დასრულდა სტიქიის დროს დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ძიება. ივლიტას ოჯახის ეხლობლების ინფორმაციით, მისი ნივთები აღმოჩენილია ვაკე საბურთალოს გზაზე, რესტორან "ბეღელთან".
ივლიტას ძებნაში გუშინ მაშველების მონაწილეობით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და მოქალაქეები, ოჯახის წევრებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ჩართულები.
ივლიტას მამა – მამა გიორგი (ჯიბუტი) ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე ვიზუალური დათვალიერება უშედეგოა და ითხოვს, მრავალრიცხოვან მოხალისეებს, დახმარების მსურველ მოქალაქეებს პროფესიონალმა მაშველებმა გაუწიონ კოორდინირება.
დღეს, ივლიტას ძიება უკვე განახლდა.
_ ძირითადად მოხალისეები მუშაობენ და ვისაც გაქვთ დრო, გთხოვთ, რომ შევუერთდეთ პროცესს. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 577-92-01-38, _ აღნიშნულია ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.