ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს.
"საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდზე დგას მუდმივი კონტაქტი გვაქვს ხელისუფლებასთან. უნდა ჩამოაყალიბონ რა დახმარება სჭირდებათ და ჩვენ მზად ვართ მათ ეს დახმარება აღმოვუჩინოთ," _ აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.