სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ახალდაბასთან მეწყრისგან წაღებული გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. პირველადი შეფასებით, გზის სრულყოფილად აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
ახალდაბასთან ფეხით მისასვლელი გზა გუშინ უკვე გაიხსნა და განხორციელდა სამანქანო გზის 70%-ის გაწმენდა.
საბჭოს ინფორმაციით, ამავდროულად, სოფელ ახალდაბაში მობილიზებულია 100 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მუშაობენ ახალდაბაში წყლის ნაკადის კალაპოტში დაბრუნებაზე.
სოფელში იმყოფებოდა სამედიცინო ბრიგადა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია აუცილებელი საჭიროებებით.