ქართველი მომღერალი თამარ ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჩბების შესაძენად მისულ ახალგაზრდებს ფასები მომატებული დახვდათ.
"გურია ნიუსი" თამარ ჭოხონელიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო… ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა! უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა _ თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით -სიამაყის ცრემლებამდე! იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის!! რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად _ ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ?! გესმით თქვენ? !ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს!!! მათ მინდა მივმართო _ თქვენ არაადამიანებო! ნაძირლებო! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?! ფუი თქვენს ადამიანობას! ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით?! სახლში მიიტანეთ არა ეს ფული?! საშოვარზე იყავით გასული არა?! როგორ გითხრათ სიტყვა-გრცხვენოდეთ! თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?!" _ წერს სოციალურ ქსელში თამარ ჭოხონელიძე.