გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოპარკში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ამ დროისთვის ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მაშველთა ჯგუფები.
ჩეხი და ებრაელი ექსპერტები ვითარებას ადგილზე სწავლობენ. ისინი მაშველებს ზოოპარკის ვოლიერებიდან მკვდარი ცხოველების გამოყვანაში ეხმარებიან. უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კრიზისიების მართვის საბჭოს გააცნობს, რის შემდეგადაც ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.