თბილისში, წყალდიდობის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ნაპოვნია. ვეფხვები და ლომები დახოცილები არიან. მხოლოდ ერთი იაგუარის მდგომარეობაა გაურკვეველი, თუმცა ზოოპარკის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ის ცოცხალი გადარჩება. აღნიშნულ ინფორმაციას, THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკარგული ლომებისა და ვეფხვების პოვნამ ქალაქში გამოწვეული შიში, რომ ისინი თბილისის მთებში არიან, ცოტათი გააქრო.
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 15 მიაღწია, 10 ადამიანი კი, ისევ დაკარგულად ითვლება.
ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის, მზია შარაშიძეს თქმით, სულ რვა ლომი, შვიდი ვეფხვი და ორი იაგუარია მოკლული.