საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მოუწოდებს ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს, იქამდე ვიდრე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენტარს.
"შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე, რომ ძალიან გთხოვთ მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ეს არის ჩემი თხოვნა იმიტომ რომ ეს არის კრიზისული ვითარება, კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე. ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.