ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის N74-ში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გრუნტის დამჭერი კედლის ჩამონგრევის შედეგად დაძრული მიწა საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და სამ ოჯახს პრობლემები შეუქმნა.
„საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ზარალის ოდენობა დადგინდება და დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა დაეხმარება“,- განაცხადა რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩეჩელაშვილის N74-ში გაწმენდით სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. ძლიერი წვიმების შედეგად ჩუღურეთის რაიონში 16-მდე კედელი დაზიანდა.