უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 29 050;
- ტანკი – 1 285;
- ჯავშანტექნიკა – 3 141;
- საარტილერიო სისტემა – 599;
- სარაკეტო სისტემა – 201;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
- თვითმფრინავები – 204;
- ვერტმფრენი – 170;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 470;
- საკრუიზო რაკეტები – 107;
- სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 194;
- გემი/ნავი/კატარღა – 13;
- სპეციალური აღჭურვილობა – 43;