თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა დღეს გარადიცვლა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” გარდაცვლილის – გიგა ტკაჩოვის ახლობლებმა დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი 12 დღის განმავლობაში კომაში იყო.
შეგახსენებთ, 9 მარტს გარდაიცვალა ასევე, ერთი დაშავებული – 21 წლის ალექსანდრე ლოლუა.
ცნობისთის, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, 29 თებრვალს, გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა, რის შედეგადაც 4 ახალგაზრდა დაშავდა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ამდრომდე, უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.