ქარელში 29 წლის მამაკაცმა მისი მეზობელი ნაჯახით სასტიკად დაჭრა. 3 შვილის დედას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. დაზარალებული მკურნალობას თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადის.
სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრების და ახლობლების თქმით, მას მიმალვა არ უცდია. დანაშაულის მოტივს ოჯახი ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ მათ დაზარალებულის ოჯახთან ახლო მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ.
დამნაშავე სასკოლო ავტობუსის მძღოლი იყო. მისი ოჯახისა და ახლობლების ვერსიით, შესაძლოა ის რაიმე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, რამაც მისი აგრესია გამოიწვია.