სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის საბანკო სესხების შესაძლო პატიების საკითხი განიხილება. დაზარალებულებისათვის საბანკო ვალდებულებების კუთხით შეღავათების გაწევის თაობაზე საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტებები თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, "ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გამჭვირვალობის წესი, როდესაც ყველა შემომწირველს ეცოდინება, რომ თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე", _ განაცხადა ქუმსიშვილმა.