გავრცელებული ინფორმაციით, რომ ზოოპარკიდან გამოქცეული მგელი ვარკეთილში ადამიანს თავს დაესხა და დაგლიჯა, შსს-ში არ დასტურდება.
როგორც უწყების პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმების შემდეგ არ დადასტურდა.
ცნობისთვის, "თავისუფალმა ზონამ" ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოოპარკიდან გამოქცეული მგელი ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხა და დაგლიჯა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ორგანიზაციაში ამტკიცებენ, "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთ წევრს დაუკავშირდა მშობელი, რომ მისი თანამშრომლის შვილს თავს დაესხა ზოოპარკიდან გამოქცეული მგელი და დაგლიჯა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაყვანეს.